ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზურაბ ჩილინგარაშვილი ადიგენში თანხების მითვისების, შეჩერებული გაზიფიცირებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ საუბრობს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დრეს მან ადიგენის პრობლემებზე შეაჩერა ყურადღება და განაცხადა, რომ არ არსებობს არც ერთი საწარმო, რომელიც დღეს ადიგენში მუშაობს, ამიტომ მოსახლეობა ვერსად ვერ საქმდება.
"დღეს ადიგენის რაიონი ისჯება და თანაც ძალიან უსამართლოდ! მე შემიძლია მოგახსენოთ: გაზიფიცირება უკვე სამი წელია შეჩერებულია. მიუხედავად ჩემი არაერთი თხოვნისა და მიმართვისა, ყველა პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამ სამი წლის განმავლობაში გამოვიცვალეთ, შემპირდა, რომ აგვისტოში აუცილებლად დამთავრდებოდა. უკვე მესამე აგვისტო გავიდა და გამრიცხველიანება შეჩერებულია. არადა, გამრიცხველიანება 2013 წელს უნდა დამთავრებულიყო. შეჩერებულია აბასთუმნის - ამ უნიკალური კურორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობა. არ არის კანალიზაცია, არ არის წყალმომარაგება. არადა, როგორც ვიცით, აბასთუმნის მოსახლეობა მხოლოდ საკურორტო მომსახურეობით ირჩენს თავს. დაბა ადიგენში წყლის რეაბილიტაცია დაწყებული იყო, უფრო სწორად თანხა ჩარიცხული იყო, მაგრამ ის თანხა სადღაც გაქრა. შეჩერებულია გოდერძისკენ და საირმისკენ მიმავალი გზების მშენებლობა, რის გამოც ადიგენი ისევ ჩიხად რჩება. არ არსებობს არც ერთი საწარმო, რომელიც დღეს ადიგენში მუშაობს. ამიტომ მოსახლეობა ვერსად ვერ საქმდება. აქედან გამომდინარე, უმოწყალოდ იჩეხება ხე-ტყე. ამ ყველა უბედურებას დაემატა ახალი კანონი "მაღალმთიანი რეგიონების შესახებ". ძველი კანონით ადიგენის რაიონის მოსახლეობის 100% მაღალმთიან რეგიონში გადიოდა, ახალი კანონით კი, დაახლოებით 90%-95% აღარ გადის, რის გამოც მოსახლეობას ის მცირედი შეღავათები გაუუქმდა", - განაცხადა ზურაბ ჩილინგარაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მაჟორიტარი დეპუტატის ცნობით, ადიგენის რაიონს უკვე ჰყავს ორი გამგებელი, საკრებულოს ორი თავმჯდომარე, სამი-ოთხი გამგებლის მოადგილე და საფინანსო სამსახურის ორი უფროსი, რადგანაც, მისი თქმით, 2012 წელს აბსურდული ბრალდებით დააკავეს ადიგენის რაიონის ყოფილი გამგებელი სიმონ პარუნაშვილი, მისი მოადგილე და საფინანსოს უფროსი.
"ადგილობრივმა სასამართლომ მათ რაღაც სასჯელი მიუსაჯა, მაგრამ სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა გაამართლეს. ახლა ეს ხალხი თავის 10-თვიან განაცდურს ითხოვს. ასევე, იგივე სიტუაციაშია საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც თქვენს მიერ იყო არჩეული, ისევ თქვენს მიერ არჩეულმა დეპუტატებმა უკანონოდ გადააყენეს, რომელიც სასამართლომ გაამართლა. ახლა ის ითხოვს თავის განაცდურს. რაში იხარჯება ეს ფული?! რა ჰქვია ამას თუ არა დასჯა! იმიტომ ხომ არ ისჯება ადიგენის რაიონი, რომ ის არის ვანო მერაბიშვილის რაიონი, ან მაჟორიტარი დეპუტატი არის "ნაციონალური მოძრაობიდან", – განაცხადა ჩილინგარაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.