გიორგი ონიანის შემდეგ, შესაძლოა, პროკურატურამ ბაჩო ახალაიას კიდევ ერთი ადვოკატი – რომეო საჯაია დააკავოს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "პრაიმტაიმი" აქვეყნებს. საჯაია "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს სამეგრელო-ზემო სვანეთში პროკურორად მუშაობდა.
"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, საგამოძიებო ორგანო რომეო საჯაიას მისი პროკურორობის დროს ზუგდიდის უნივერმაღის მესაკუთრეების წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს ედავება.
სს "ზუგდიდის ვაჭრობის" აქციები 2006 წელს თორნიკე ცხადაიამ, დავით როგავამ და თამაზ ქანთარიამ შეიძინეს. მათი განცხადებით, როლანდ ახალაიას მითითებით, რომეო საჯაიამ ეს ქონება იძულებით დაათმობინათ. დაზარალებულები ამბობენ, რომ საქმეს უკვე იძიებს პროკურატურა. მოწმეები ამბობენ, რომ ჩვენებები თავის დროზე იძულებით მიაცემინეს. რომეო საჯაიას წინააღმდეგ საქმე თანამდებობის ბოროტად გამოყენების მუხლითაა აღძრული და, შესაბამისად, არაა გამორიცხული, იგი უახლოეს ხანში დააკავონ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.