"ეს უკვე აღემატება ყველა ზღვარს" - გრიგორი კარასინი თინა ხიდაშელის "მკაფიო ანტირუსული რიტორიკით" შეწუხებულია
09-12-2015, 07:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსული მხარე საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის ანტირუსული რიტორიკით უკმაყოფილოა. ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა "რუსთავი 2"-თან საუბარში, ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი დისკუსიის დაწყებამდე გააკეთა.


"ჩვენ გვაქვს თემების დაყენების მიზეზი. მთავარი საკითხია საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან მკაფიო ანტირუსული რიტორიკა. პირველ რიგში ეს ეხება თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთისთვის სანქციები სულ ერთია, რადგან ეს ხალხი მიჩვეულია 900 დღე ძაღლების და კატების ჭამას - იგულისხმება ლენინგრადის ბლოკადა. ეს უკვე აღემატება ყველა ზღვარს", - განაცხადა კარასინმა და აღნიშნა, რომ კრემლი ყურადღებით აკვირდება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.


"რაც შეეხება ნატო-ს, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით. ჩვენთვის სულ ერთი არ არის, რომელ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში არიან ჩვენი მეზობლები. რა თქმა უნდა, გვაშფოთებს რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს სხვადასხვა ცენტრისა და ოფისის გახსნა. ეჭვი არავის შეეპაროს, რომ პოზიციას არ შევიცვლით. გეოპოლიტიკური ამოცანები ეროვნული ინტერესების მიხედვით უნდა გადაიჭრას. არჩევანი კი საქართველოს ხელისუფლებაზეა", - განაცხადა კარასინმა.

 

 

კომენტარები: 5
#5   მურო
      
ღმერთო დიდებულო. ამ ხალხს ჭკუა არა აქვთ, მაგრამ ჭკუის დამრიგებელი მაინც არავინაა!?
11 დეკემბერი 2015 02:17
#4   shko
      
ვინკიტხავს საერტოდ ხიდაშელს რას საუბრობს ქარტველი ხალხის სახელიტ ან ვინ კიტხავს რას ჩამდნენ რუსები მაგან ტავის ჯარს მიხედოს სანამ დროა და ხალხის სახელიტ საუბარი შეწყვიტოს ტორემ საკასშვილის გზას დადგება სანამ დროა შეშვას რუსების გაგიზიანებას და ლანზგვას ჯარს მიაქციოს ყურადგება სანამ ჯარიც ოხრატ არ დარჩენია რუსები გვირჩევნია და ჯობია აბა ცისფერები და გები გვინდა ამ დაბეჩაებულ საქარტველოს გვყავდეს მე პირადატ რუსეტი მინდა რომ ვიყოტ მიტომ სამუშაოც იქნებადა ყველაფერი იქ ამ 25წელიწადსში ხალხს ამოხადეტ სული და ხალხმაც გვინდა ვიცოდეტ რომ ამ ქვეყნის შვილებივარტ და ჩვენც გვინდა წყნარი და მშ
ვიდი ცხოვრება აგარ გვინდა ქიშპობადა მაიმუნობა და აგარ გვინდა ტყუილსში ცხოვრება და ხალხის კისერზე ბულის შოვნას უნდა დაესვას წერტილი ერტხელდა სამუდამოტ და ჩვენც გვინდა კეტილი მეზობლობა და ნატესაობა რუსებტან ვისაც არუნდა რუსებტან კეტილი განწყობა და დალაგებული ურტიერტობა გზა ხსნილია დატოვოს საქარტველო და მამაჩემის მამასტან წასულა ჩვენ შეგვეშვან და ტავიდაგვანებონ ქარტველ მოსახლეობა და ქარტველი ხალხის სახელიტ ნუ ლაზგანდარობენ ტორემ დედა ეტირებატ იცოდნენ მაგატმა
10 დეკემბერი 2015 10:51
#3   ლევანი
      
რესპუბლიკელების ლიდერები თავიანთი იდეოლოგიით და საქციელით, არის ქართული ოცნებისათვის "მ ა ო ხ რ ე ბ ე ლ ი გ ზ ი რ ი" -ს როლის შემსრულებლები ........
ისინი ქართულ ოცნებას სამართლიანობას და სახელს ძირს გამოუთხრიან ........
და არა მარტო ქართულ ოცნებას.... ისინი აზიანებენ საქართველოს როგორც სახელმწიფოს საგარეო საქმის დღევანდელ და სამომავლო იმიჯს....
10 დეკემბერი 2015 04:14
#2   nugzari
      
რუსეთის მიმართ რიტორიკა ახალმა ხელისუფლებამ შეცვალა, მაგრამ თინა ხიდაშელი კვლავ გვევლინება სააკაშვილის მარაზმატიკული, დასავლეთისთვის მაამებლური პოლიტიკური ენის ტრიალს. თუ კოალიციას არ ძალუძს ამ ქალის შეკავება, იგი აუცილებლად უნდა მოიშოროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კარგი არაფერი გველის.
9 დეკემბერი 2015 23:24
#1   ომარი
      
სამწუხაროდ ქართველებს დაუნახაობის სინდრომი შემოგვეჩვია. საქმე იმაში გახლავთ,რომ ისტორიის არაჯეროვანმა ცოდნამ,რუსი ხალხის მიერ ნაკეთმა სიკეთემ ჩვენი ქვეყნისთვის(არ ავღგავეს პირისაგან მიწისა,არ გაგვამუსულმანეს,გაპარტახებული,მიწასთან გასწორებული ქვეყანა ფეხზე წამოაყენეს,ერს გამრავლების საშუალება მისცეს - ტრაქტატის დადებისას 780 ათასიდან ნახევარზე მეტი არაქართველი ცხოვრობდა აქ!, განვითარდა ეკონომიკა,მრცნიერება, კულტურა,სოფლის მეურნეობა,ადამიანების ცხოვრების დონე აიწია ისე,როგორც თვით რუსეთში,დაგვიბრუნდა აჭარა ბათუმითურთ,აფხაზეთი... ახლა კი მხოლოდ ერთ შეკითხვაზე,მხოლოდ ერთზე, გავცეთ პასუხი: ჩვენ,ქართველები რომ ვყოფილიყავით რუსების ადგილას საქართველო იარსებებდა?! ვიყოთ ობიექტურნი,ვიაზროვნოთ მაშტაბურად,სახელმწიფოებრივად და უეჭველად რუსეთის მიმართ დადებითად განვინმსჭვალებით... 20 წელი ვართ დამოუკიდებლები(თუ ამას ასე დავარქმევთ),და როგორც კი ჩვენი თავი ჩვენვე გვეყუთნოდა,(!)დავერიეთ ერთმანეთს და იმაზე მეტი ვუქენით ჩვენს ძმებს,რაც დამპყრობელს არ უქნია! სხვისი(მეზობლის) თვალით შევხედოთ ამ გარემოებას და ვიკითხოთ,გვყავს პატრონი?.. მომიტევეთ...
9 დეკემბერი 2015 12:07
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი