"მაქსიმალურად ვცდილობთ, გერმანიის უნიკალური როლი რუსეთთან ურთიერთობაში გამოვიყენოთ საქართველოს სასიკეთოდ" - განცხადება ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა ირაკლი ალასანიას ინიციატივის, საქართველო-გერმანია-რუსეთის დიალოგის ფორმატი შექმნის თაობაზე კომენტირებისას გააკეთა.
ზაქარეიშვილის თქმით, გერმანიიის ფაქტორი რუსეთთან ურთიერთობების მიმართულებით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, დიდი ხანია, გააზრებულია და ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.
"თამამად შემიძლია გითხრათ, რომ არ არსებობს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან ჩამოსული ან პოლიტიკოსი ან დელეგაცია, ვისთანაც უკვე არაერთი წელია ამ კუთხით არ ვაყენებდეთ საკითხს. გერმანიას ერთ-ერთი ყველაზე კორექტული და პარტნიორული დამოკიდებულა გააჩნია რუსეთთან, რა თქმა უნდა, დღეს ევროპაში რუსეთთან მიმართებაში სიტუაცია ძალიან რთულადაა, მაგრამ გერმანია მაინც ინარჩუნებს გარკვეულ ურთიერთობებს. ამიტომ საქართველოს საკითხებზე ვთვლით ყოველთვის, რომ გერმანია იყოს მეტად მხარდამჭერი და როგორც ბუნდესტანგის დეპუტატები, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ამაში მხარში გვიდგანან. თუ საუბარია რაღაც ინსტიტუციურ ფორმატზე, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ის, რომ ჩვენ გერმანიასთან ერთ-ერთი მთავარი თემა გვაქვს სწორედაც რუსეთთან ურთიერთობებში მხარდაჭერა, ეს ახალი არ არის ჩემთვის. პირადად მეც და საგარეო საქმეთა სამინისტრო მაქისმალურად ვცდილობთ, გერმანიის უნიკალური როლი რუსეთთან ურთიერთობაში გამოვიყენოთ საქართველოს სასიკეთოდ", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.