"ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ტექნიკური სამუშაოები შესრულებულია 100%-ზე მეტით და მოსალოდნელია, რომ ევროკომისიის დასკვნა პოზიტიური იქნება" - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"ევროზონის თითოეული ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროდან უნდა იქნას მიღებული დადებითი გადაწყვეტილება და შემდეგ უკვე ევროპულ საბჭოში და ევროპარლამენტში მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, რომ საქართველოშიც გაიხსნას უვიზო მიმოსვლა. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ამ მიმართულებით. ტექნიკური სია შესრულებულია ალბათ 100%-ზე მეტი, იმიტომ, რომ ზოგიერთ სფეროში ჩვენ უფრო მეტი გავაკეთეთ, ვიდრე ეს იყო მოთხოვნილი და ვფიქრობთ დასკვნა პოზიტიური იქნება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ევროკომისიის ანგარიში საქართველოს მიერ ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე 15 დეკემბერს უნდა გამოქვეყნდეს. სწორედ ამის შემდეგ, მიიღებენ პოლიტიკური გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.