საქართველოში ადამიანის უფლებები დღის წესრიგში მაღალ საფეხურზე დგას, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ევროკავშირი დგას ადამიანის უფლებათა სადარაჯოზე. ჩვენ ამას ვაკეთებთ როგორც უშუალოდ ევროკავშირის შიგნით, ასევე ევროკავშირის ფარგლებს გარეთ საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით. ჩვენ ვამაყობთ საქართველოსთან თანამშრომლობით, საქართველოში ადამიანის უფლებები დღის წესრიგში მაღალ საფეხურზე დგას. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის განხორციელება", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
"თბილისი მარიოტში" ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიღება გაიმართა. მიღებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.