"რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში არ მიატოვებს 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიას, მიუხედავად იმისა, რომ მისი გამონათქვამები მუსლიმების მიმართ ფართო კრიტიკის საგნად იქცა.
ტრამპმა the Washington Post -ს განუცხადა, რომ ის გვერდზე არც ერთ შემთხვევაში არ გადგება, მიუხედავად იმისა თუ რა მოხდება. მან გამოხატა იმის მზადყოფნაც, რომ კენჭი იყაროს, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა, თუ საკითხი ასე დადგება. USA Today-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ტრამპის მხარდამჭერთა 68%-მა აღნიშნა, რომ ხმას მისცემდა ტრამპს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის დატოვებდა რესპუბლიკურ პარტიას და კენჭს დამოუკიდებლად იყრიდა.
ამერიკელი მილიარდერისა და პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის ანტი-ისლამური რიტორიკა შეერთებულ შტატებში ფართო კრიტიკის მიზეზი გახდა.
თეთრი სახლის პრეს-სპიკერის, ჯოშ ერნესტის განცხადებით, ტრამპმა პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი თავის "დისკვალიფიკაცია" მოახდინა. მისივე თქმით, "რესპუბლიკურმა პარტიამ" ტრამპის კანდიდატურას მხარი არ უნდა დაუჭიროს.
ტრამპი გააკრიტიკა პენტაგონმაც და აღნიშნულ ფაქტს კონტრპროდუქტიული უწოდა.
რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ორი დღის წინათ დაჟინებით მოუწოდა ხელისუფლებას, აკრძალოს ამერიკის შეერთებულ შტატებში მუსლიმების შესვლა. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს უნდა იყოს "სრული აკრძალვა" და გაგრძელდეს იმ დრომდე, სანამ ამერიკის ხელისუფლება არ გაარკვევს მუსლიმების დამოკიდებულებას შეერთებული შტატების მიმართ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.