თეა წულუკიანი: "ბატონ ელისაშვილს განცხადებების გარდა მოუწევს, ალბათ, ყველა ის მტკიცებულება, თუკი ასეთი გააჩნია, პროკურატურას მიაწოდოს"
10-12-2015, 01:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ბატონ ელისაშვილს განცხადებების გარდა მოუწევს, ალბათ, ყველა ის მტკიცებულება, თუკი ასეთი გააჩნია, პროკურატურას მიაწოდოს, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით წავიდეს" - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თბილისის საკრებულოს დეპუტატის ალეკო ელისაშვილის მიერ პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით, ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს.


"გამოძიება უკვე დაწყებულია და კორუფცია ამ ქვეყანაში ვერ დაბრუნდება. თუკი ვინმემ, ვინც არ უნდა იყოს ის, რამე დააშავა ამ სფეროში და კანონი დაარღვია, ეს არის სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი", განაცხადა წულუკიანმა.


კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას პატიმრების შეწყალების ფაქტებთან მიმართებაში კორუფციის არსებობასთან დაკავშირებით ინფორმაცია, იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი მედიის საშუალებით მოისმინა.


"იუსტიციის სამინისტრო არასდროს ყოფილა ჩართული ამნისტიის კანონზე მუშაობაში, არც პროექტის შემუშავებასა და არც იმ საქმეების განხილვაში, რომლებიც ამნისტიის კანონის მოქმედების ქვეშ უნდა მოხვედრილიყო", - განაცხადა წულუკიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი