პროგრესი არსებობს, თუმცა სამუშაო კიდევ ბევრია ისეთ სფეროებში, როგორიც არის სასამართლო და სხვადასხვა უმცირესობის დაცვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა განუცხადა.
"ადამიანის უფლებები ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს პროგრესი ძალიან კარგად გამოჩნდა წინა წლებშიც და ჩანს მიმდინარე წელსაც. მთავრობა ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ მიმართულებას. გუშინ მე პრემიერის მოხსენებას ვუსმინე, სადაც ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულება გამოკვეთილი იყო. ამ დოკუმენტიდან ვხედავთ საქართველოს პროგრესს სხვადასხვა სფეროში. თუმცა, სამუშაო კიდევ ბევრია, მაგალითად, ისეთ მიმართულებებზე, როგორიც არის სასამართლო, სხვადასხვა უმცირესობის დაცვა”, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით იდეალური სიტუაცია არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.