მოწმეთა დაკითხვის წესის გადავადება უპასუხისმგებლობა იქნება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებულ კანონპროექტზე კომენტირებისას განუცხადა.
"ჩვენ არ გვინდა, რომ მოწმის დაკითხვის ახალი წესი კიდევ ერთხელ გადავადდეს. ეს უპასუხისმგებლობა იქნებოდა, ამიტომაც შევიმუშავეთ მოდელი, რომელიც, ერთის მხრივ, საქართველოში პირველად სწორედ დღეს, 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს ჩაუყრის საფუძველს იმას, რომ მოწმის დაკითხვა გახდეს ნებაყოფლობითი გამომძიებლის წინაშე, მაგრამ თუკი პროკურორი ამას საჭიროდ ჩათვლის გახდეს სავალდებულო, ოღონდ მოსამართლის წინაშე, სასამართლო დარბაზში. ჩვენ გვინდა ისეთი მოდელი, რომელიც, ერთის მხრივ, დაიცავს მოწმის უფლებას, რომელიც ბრალდებული არ არის, ასეევ გამომძიებელს და სამართალდამცველ ორგანოებს არ წაართმევს ბერკეტს, რომ ჩვენი ოჯახები და საზოგდაოება დანაშაულისგან იყოს დაცული", - განაცხადა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის თქმით, კანონპროექტის ინიციატორებს სურთ, რომ მხარეთა თანასწრორობა ბოლომდე იყოს დაცული.
"ამიტომაც შევთავაზებთ პარლამენტს, რომ გავაუმჯობესოთ სანქციები ცრუ ჩვენებასთან დაკავშირებით. თუკი ჩვენ უნდა გავაუქმოთ ის დებულება, რაზეც დღეს პარლამენტშიც იქნება მსჯელობა და რასაც ურთიერთსაპირისპირო ჩვენების ინსტიტუტი ჰქვია, ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავტოვებთ ცრუ ჩვენებების მუხლს ისე, როგორც დღეს არის. როგორც ამ რეფორმის ინიციატორი, მოვითხოვთ, რომ მოწმე, რომელიც ნებაყოფლობითობის პრინციპით დაიკითხება, ან გამოიკითხება, თუკი საგამოძიებო ორგანოს მოატყუებს და სახელმწიფოს შეცდომაში შეიყვანს, ხოლო ძიებას ცრუ მიმართულებით წაიყვანს, ის მკაცრად უნდა ისჯებოდეს, როგორც ეს ყველა ევროპულ ქვეყანაშია, მაგალითად, გავიხსენოთ ფრანგული სამართალი, სადაც ამისთვის მრავალი წლით ციხეა. საქართველოში თუკი ნებაყოფლობითი იქნება მოწმის დაკითხვა და გამოკითხვა, მაშინ ცრუ ჩვენებისთვის იგივე მოწმე ძალიან მკაცრად უნდა ისჯებოდეს", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა და განმარტა, თუ რატომ არის აუცილებელი ეს რეფორმა.
"ეს რეფორმა საჭიროა იმისთვის, რომ მოწმის უფლებები საქართველოში იყოს დაცული, გამოკითვა - ნებაყოფლობითი, მაგრამ მოწმეს ყველაფრის უფლება არ ჰქონდეს. მაგალითად, მოწმეს არ ჰქონდეს უარის უფლება, რომ ინფორმაცია მისცეს მოსამართლეს, სადაც ის სავალდებულო წესით დაიკითხება. ეს რეფორმა საშუალებას მოგვცემს, რომ საზოგადოება დანაშაულისგან დავიცვათ", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებულ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში დღეს იგეგმება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.