გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს რეგისტრაცია მიმდინარე წლის 23 დეკემბრამდე შეეძლებათ.
როგორც ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ქეთევან დანგაძემ guardian.ge-სთან საუბრისას განაცხადა, ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის დასარეგისტრირებლად ჯერჯერობით არავის მიუმართავს.
„გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც საარჩევნო ბლოკების, ისე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. თუ რეგისტრაციის მსურველ რომელიმე პოლიტიკურ ძალას წინა არჩევნებში გავლილი არ აქვს რეგისტრაცია, ასეთ შემთხვევაში, მათ ხელმომწერთა სიის მიტანა მოუწევთ. სწორედ ამის შემდეგ, მოხდება ცესკოს მიერ კანდიდატის საარჩევნო ოლქში დარეგისტრირება. რეგისტრაცია დაიწყო გუშინ და ჯერჯერობით არავინ არ დარეგისტრირებულა“ - განუცხდა guardian.ge-ს ქეთევან დანგაძემ.
გარდაბანში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც გასულ თვეს, გარდაბნის გამგებელი გარსევან ნიორაძე, 55 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა.
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის 2015 წლის 9 დეკემბრის N09/12/01 განკარგულების საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნები 2016 წლის 28 იანვარს გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.