შინაგან საქმეთა სამინისტრომ დედოფლისწყაროში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და სისხლის სამართლის საქმე 187-ე მუხლით აღძრა, რაც სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. მათივე ინფორმაციით, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
დედოფლისწყაროში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი წუხელ ღამით დაცხრილეს.
"დედოფლისწყაროში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან დაცხრილეს – ჩალეწილია შუშები. ასეთი ვითარება პარტიის წარმომადგენლებმა დილით აღმოაჩინეს, გამოიძახეს პატრული, რომელიც ერთი საათის შემდეგ მივიდა, თუმცა ამ დროისთვის ადგილზე მუშაობს", - განაცხადეს პარტიაში.
"ნაციონალების" აღნიშნულ ოფისში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაზა კედელაშვილის ბიუროცაა განთავსებული. კედელაშვილი პარტიის ერთ-ერთ ლიდერ ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად დედოფლისწყაროში იმყოფება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.