რევოლუციებისას მთავარი მამოძრავებელი ძალა - ხალხი - როგორც წესი წაგებული რჩება!
24-02-2014, 17:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

"ძირს სისხლიანი რევოლუციები, გაუმარჯოს მშვიდობიან ევოლუციებს"!

 


დიახ, კიევის მაიდანზე დაღუპული ათეულობით ადამიანის სიცოცხლე (მარადიული ხსოვნა მათ) არ ღირს იმად, რომ მათ დაღვრილ სისხლზე, ახალგამოჩეკილმა თუ ყავლგასულმა პოლიტიკოსებმა, წინა კორუმპირებული ხელისუფლების სახელმწიფო თანამდებობები გადაინაწილონ!

 

 

დღეს, კიევში, "მაიდანის ხალხის" სახელით გავრცელდა წერილის ტექსტი, რომლის ადრესატი ციხიდან ახლადგათავისუფლებული უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკოა, სადაც "მაიდანის სახელით" ხალხი მოუწოდებს მას უარი თქვას საპრეზიდენტო ამბიციებზე... ეს წერილი ადასტურებს იმას, რომ უკვე დაწყებულია კულუარული პოლიტიკური ბრძოლა კიევის "მაიდანის" მთავარ სუბიექტებს შორის, -როგორებიცაა, ტიმოშენკო-იაცენიუკის "ბატკივშინა", ტიაგნიბოკის "თავისუფლება", "მემარჯვენე სექტორი", კლიჩკოს "უდარი" და სხვა წვრილ-წვრილი პოლიტჯგუფები, რომელთა სახელებიც ჯერ ფართოდ ცნობილი არ არის!..

 

 

მოკლედ, მრავალსაუკუნოვანი საკაცობრიო გამოცდილება გვასწავლის, რომ არაფერი იცვლება, ასე იყო და ასე ვითარდებოდა ყველა დიდი თუ პატარა რევოლუციები, რომლებსაც ახლავს ძალადობა, სისხლისღვრა, სისასტიკე და ბოლოს, ყველა "აღმატებული" რევოლუცია, მის მონაწილეთა განხეთქილებით და ურთიერთბრალდებებით მთავრდება! სწორედაც რომ, - "რევოლუციებს გეგმავენ გენიოსები, ასრულებენ ჯალათები და სარგებლობენ არამზადები", - საქმე ის არის, ვინ სად იპოვის თავის ადგილს ამ ჩამონათვალში! თუმცა, მთავარი მამოძრავებელი ძალა, - ხალხი, როგორც წესი წაგებული რჩება!.. ამიტომ, - "ძირს სისხლიანი რევოლუციები, გაუმარჯოს მშვიდობიან ევოლუციებს"!!..

 


ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი