დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული ანტიისლამური განცხადებების გამო შექმნილი მღელვარების ფონზე, "ფეისბუქის" დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი საკუთარ გვერდზე მუსლიმების მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს.
„მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო მუსლიმების მიმართ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
პარიზის თავდასხმებისა და იმ სიძულვილის კვირის შემდეგ, შემიძლია წარმოვიდგინო თუ რა შიშს გრძნობენ მუსლიმები, რომ ისინი სხვათა ქმედებების გამო განიდევნებიან.
მე, როგორც ებრაელს, ჩემი მშობლები მასწავლიდნენ, რომ ნებისმიერ თავდასხმას წინ უნდა აღვუდგე. მაშინაც კი თუ ეს თავდასხმა შენ წინააღმდეგ არ არის, თავდასხმა თავისუფლებაზე ყველას აზიანებს.
მე, როგორც ფეისბუკის ხელმძღვანელს, ჩვენს ქსელში დარეგისტრირებულ მუსლიმებს მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის მივესალმები თქვენს აქ ყოფნას და ერთად ვიბრძოლებთ თქვენი უფლებების დასაცავად. შევეცდებით, შევქმნათ მეგობრული და უსაფრთხო ატმოსფერო ჩვენს ქსელში.
ბავშვის დაბადებამ დიდი იმედი მოგვცა, მაგრამ ზოგიერთების სიძულვილს ადვილად შეუძლია ამის ცინიზმად გარდაქმნა. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ რწმენა. რადგან სანამ ერთად ვდგავართ და ერთმანეთის კარგს ვხედავთ, შეგვიძლია ყველასთვის უკეთესი მსოფლიო შევქმნათ“ - წერს ცუკერბერგი.
რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ორი დღის წინათ დაჟინებით მოუწოდა ხელისუფლებას, აკრძალოს ამერიკის შეერთებულ შტატებში მუსლიმების შესვლა. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს უნდა იყოს "სრული აკრძალვა" და გაგრძელდეს იმ დრომდე, სანამ ამერიკის ხელისუფლება არ გაარკვევს მუსლიმების დამოკიდებულებას შეერთებული შტატების მიმართ.
ამერიკელი მილიარდერისა და პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის ანტი-ისლამური რიტორიკა შეერთებულ შტატებში ფართო კრიტიკის მიზეზი გახდა.
თეთრი სახლის პრეს-სპიკერის, ჯოშ ერნესტის განცხადებით, ტრამპმა პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი თავის "დისკვალიფიკაცია" მოახდინა. მისივე თქმით, "რესპუბლიკურმა პარტიამ" ტრამპის კანდიდატურას მხარი არ უნდა დაუჭიროს.
ტრამპი გააკრიტიკა პენტაგონმაც და აღნიშნულ ფაქტს კონტრპროდუქტიული უწოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.