შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში გრძელდება. გიორგი მღებრიშვილი, დელეგაციის წევრებთან ერთად, ჯორჯიის შტატის ქობის ოლქის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ცენტრის იმიტირებულ სასწავლო სოფელს ეწვია.
ჯორჯიის შტატსა და საქართველოს შორის არსებობს „დაძმობილების“ პროგრამა, რომელიც სამხედრო, ჯანდაცვის და განათლების სფეროებს მოიცავს.
იმიტირებული სოფელი მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი. ის პოლიციის ბაზაზეა მოწყობილი და საგანგებო სიტუაციების მართვის საკითხებში ბავშვებისა და მოზარდების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. იმიტირებულ დასახლებულ პუნქტში მოზარდებს საგანგებო სიტუაციების პრევენციას ასწავლიან და მართვის პრაქტიკულ ჩვევებს უვითარებენ.
ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მღებრიშვილმა, ადგილობრივ პოლიციელებთან ერთად, ატლანტის გზებზე პატრულირება პირადად განახორციელა. „ჩემთვის დანაშაულის და უბედური შემთხვევების პრევენციის მთავარი პირობა ცნობიერების ამაღლებაა. ჩვენი სამინისტროს ხედვაა, რომ კანონმორჩილი მოქალაქის აღზრდა მოხდეს საბავშვო ბაღის, სკოლის ასაკიდან. აშშ-ს პოლიციას მდიდარი გამოცდილება აქვს, როგორც საგზაო მოძრაობის ადმინისტრირების და დანაშულთან ბრძოლის, ისე საგანგებო სიტუაციების მართვის კუთხით. ჩემი სურვილია, საქართველოს პოლიცია მუდმივად განვითარების პროცესში იყოს, დაინერგოს ნოვაციები, რომლებიც უფრო ეფექტურს გახდის ჩვენს მუშაობას. ამიტომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ამერიკელი კოლეგების ცოდნის გაზიარება. მოგეხსენებათ, ჩვენს სამინისტროს განსაკუთრებულად მჭიდრო ურთიერთობა აქვს ჯორჯიის შტატთან. ამ მეგობრობის და თანამშრომლობის ფარგლებში, ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა და ეს ნაყოფიერი პროცესი მომავალში აუცილებლად გაგრძელდება“- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
საქართველოს შს სამინისტროსა და ჯორჯიის შტატის სამართალდამცველებს მრავალწლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა აკავშირებთ. წლების განმავლობაში წარმატებით განხორციელდა მრავალი სასწავლო ვიზიტი და გაცვლითი პროგრამა, ათობით ტრენინგი ჩატარდა სხვადასხვა სამართალდაცვით სფეროში: კრიმინოლოგია, კრიმინალისტიკა, პროფესიული განვითარება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, პატრულირება, მენეჯმენტი/მართვა, სპეც.იარაღების გამოყენება, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიცია და სხვა.
აშშ-ი საქართველოს შს მინისტრის ვიზიტით ადგილობრივი მედიასაშუალებები დაინტერესდნენ და მინისტრისგან პირადად მიიღეს ინფორმაცია ვიზიტის დეტალებზე. მინისტრმა ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ამერიკელი და ქართველი სამართალდამცველების წარმატებულ თანამშრომლობაზე.
მღებრიშვილის აშშ-ში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.