პარლამენტში დეპუტატებს, გია ვოლსკისა და გოკა გაბაშვილს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. სხვადასხვა პოლიტიკური ძალის პარლამენტარებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული პირების საკითხს მოჰყვა.
შელაპარაკებისას გოკა გაბაშვილმა გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერებიც ახსენა და უცენზურო სიტყვით შეაფასა ის ფაქტი, რომ საზოგადოება მსგავსი ტიპის ჩანაწერებს ისმენს. უხამსი გამონათქვამის გამო გაბაშვილს გია ვოლსკის გარდა დავით ლორთქიფანიძეც დაუპირისპირდა, თუმცა სიტუაცია მანდატურების ჩარევის შედეგად მალევე განიმუხტა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.