"ვიმედოვნებ, რომ პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კარგად გააცნობიერებს, "გონიერების ორბიტიდან გასული" ხიდაშელის სიტყვებს"
10-12-2015, 05:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამ ქალბატონს, თავდაცვის მინისტრს თ.ხიდაშელს, – საქართველო რუსეთთან საომარი დაპირისპირებისკენ მიჰყავს და ვისაც გევალებათ, სანამ გვიან არ არის, მანამ დროულად შეაჩერეთ იგი, თორემ პასუხისმგებლობა მთელს ხელისუფლებაზე გადანაწილდება! აი, ამონარიდები თ.ხიდაშელის ინტერვიუდან, რომელსაც აქვეყნებს "ვაშინგტონ თაიმსი". – თ.ხიდაშელი:"ბევრ ადამიანს საქართველოში სურს, რომ მიღწეულ იქნეს შეიარაღებაზე მოლაპარაკებები, უფრო მეტად, ვიდრე „ნატოს წევრობა“, რადგან აშშ წარმოადგენს ყველაზე ლოიალურ და ძლიერ პარტნიორს ჩვენთვის“!.. ამ ინტერვიუში, ხიდაშელმა ეჭვქვეშ დააყენა ის აზრი, რომ ნატოს „ეშინია მოსკოვთან დაპირისპირების“. პირიქით, მისი განცხადებით, ვაშინგტონი და მისი დასავლელი პარტნიორები ელოდებიან გეოპოლიტიკურად ხელსაყრელ მომენტს, რომ შესთავაზონ საქართველოს ალიანსის წევრობა. თუმცა, მან დასძინა, თ.ხიდაშელი:"მე მძულს ის ფაქტი, რომ ჩემი ქვეყანა ლოდინის რეჟიმშია ჩაყენებული – მოსაცდელ ოთახში, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს, როგორც ეს 2008 წელს მოხდა“. – უკომენტაროდ!.. შემდეგი ციტატა, თ.ხიდაშელი:"თუკი საქართველოზე განხორციელდა დარტყმა ხვალ, მე არ მაქვს მოლოდინი, რომ საქართველოსთან ჯარების რიგი დადგება მის დასაცავად. საქრთველოს გაწევრიანების პროცესის გადადება ნატოს მხრიდან საშიშ და ნეგატიურ გზავნილებს შეიცავს რეგიონის სხვა სახელმწიფოებისთვის, რომლებიც „ცივი ომის“ შემდეგ არსებულ პოლიტიკურ სივრცეში ცდილობენ გადაწყვიტონ, შეუერთდნენ დასავლეთს თუ იპოვონ ადგილი პუტინის რუსეთში. წარმატება საქართველოს საკითხის ირგვლივ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკისა და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებისათვის, რადგან ყველა დანარჩენი ჩვენ შემოგვყურებს.

 

 

აზერბაიჯანი უყურებს საქართველოს, სომხეთი უყურებს საქართველოს, ცენტრალური აზიის მთლიანი რეგიონი შეჰყურებს საქართველოს იმ იმედით, რომ თუკი ეს შესაძლებელია საქართველოში, მაშინ ღირს მცდელობა და ძალისხმევა ამ იდეისთვის“. – დიახ, აი ასე, საქართველოს მოქალაქეებო, ქვეყნის თავდაცვის მინისტრის სტრატეგია (იმედია, რომ ეს მისი "პირადი ინიციატივაა" და მას გაემიჯნება საქართველოს ხელისუფლება!) შემდეგია, რომ საქართველომ ყველა საშუალებით, თუნდაც პუტინის რუსეთთან ერთი–ერთზე ომით, – "გზა გაუკაფოს" სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, დასავლეთისაკენ! როგორც პოლიტიკური ავანტიურისტი (იმედია, რომ სამხედრო ავანტიურისტი "ვერ გახდება"!) ხიდაშელი "იმეტებს" საქართველოს, როცა ამბობს – "ღირს მცდელობა და ძალისხმევა ამ იდეისთვისო"! ყოველივე ამის წაკითხვის შემდეგ, რა ვთქვა არ ვიცი, სრული სიგიჟეა! როგორ შეიძლება ამ ქალბატონის თავდაცვის მინისტრობა, იქნებ ვინმემ გაგვცეთ ამაზე პასუხი?! მოკლედ, კიდევ ერთხელ, ვიმედოვნებ, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კარგად გააცნობიერებს, "გონიერების ორბიტიდან გასული" ხიდაშელის ამ სიტყვებს, რომელშიც სააკაშვილის სტილია სრულად დაცული და შეიცავს მცდარ, ყალბ (თურმე, პრეზიდენტები – ალიევი, სარგისიანი, ნაზარბაევი და სხვები, ხიდაშელის მიერ, "შეწირული საქართველოს იმედად არიან"!) და საქართველოსთვის საშიშ გზავნილებს! აქედან გამომდინარე, ქვეყნის სახელმწიფოებრივი უსაფრთხოება მოითხოვს, რომ თავდაცვის უწყებაში სწრაფად განხორციელდეს შესაბამისი საკადრო ცვლილება, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი გართულებები, რისი ტრაგიკული გამოცდილებაც უახლოეს წარსულში საქართველოს აქვს! მითუმეტეს, რომ დღეს არსებული საერთაშორისო პოლიტიკური კონტექსტი გაჯერებულია არა სამხედრო რიტორიკით, არამედ პირდაპირი საომარი მოქმედებებით, რაც უშუალოდ ჩვენს სიახლოვეს ხდება სირიაში და უკრაინაში, სადაც, – "მთავარი მოქმედი პირი" არის რუსეთი!!!...


ჯუმბერ კირვალიძე,

პოლიტოლოგი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი