რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას გქანცხადებით, რუსეთი ძალიან სერიოზულად ეკიდება იმ საფრთხეს, რომ შესაძლოა "ისლამურმა სახელმწიფომ" ავღანეთში "მეორე ფრონტი" გახსნას. ამის შესახებ ზახაროვამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"რუსეთის ფედერაცია აცხადებს, რომ აუცილებელია, თვალყური ვადევნოთ მოსალოდნელ სცენარს. მას შემდეგ, რაც რუსეთმა სირიის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად, "ისლამური სახელმწიფოს" განადგურება დაიწყო, ტერორისტულ ორგანიზაციას, როგორც ჩანს, ჰგონია, ავღანეთზე ნაწილობრივ გადამისამართებით და "მეორე ფრონტის" გახსნით შეძლებს კვლავინდებურად ეფექტურ სამხედრო სტრუქტურად დარჩეს" - განაცხადა ზახაროვა.
ზახაროვას თქმით, ტერორიზმის გავრცელების საფრთხის შესაძლებლობას მსოფლიო მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.