ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მერია-ლაითურის შემაერთებელ ადგილობრივი მნიშვნელობის გზაზე, მდინარე ნატანებზე, რკინა-ბეტონის ხიდის მშენებლობა დასრულდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცნობით, მერია-ლაითურის საავტომობილო ხიდი გურიის გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძემ, სოფლის მოსახლეობასთან ერთად გახსნეს.
150 მეტრი სიგრძის რკინა-ბეტონის ორმხრივ მოძრაობიანი ხიდის მშენებლობა გეგმის მიხედვით შესრულდა. პროექტის ღირებულებამ 2 484 000 ლარი შეადგინა და სრულად დაფინანსადა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.
მერია-ლაითურის საავტომობილო ხიდი მუნიციპალიტეტის ორ დიდ სოფელს ქალაქის ცენტრთან აკავშირებს, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესია.
"დღეს გაიხსნა მერია-ლაითურის ხიდი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. ახალი ხიდის მშენებლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ წარმომადგენელს, რომლებიც დღე და ღამ მუშაობდნენ, რათა გრაფიკის მიხედვით შეესრულებინათ სამშენებლო სამუშაოები. აღნიშნული ხიდის მშენებლობა მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მოხდა. ვულოცავ ადგილობრივ მოსახლეობას ამ მნიშვნელოვან დღეს,"- აღნიშნა გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, მერაბ ჭანუყვაძის თქმით, მერია-ლაითურის აღნიშნული მონაკვეთი ადგილობრივებს დიდ პრობლემებს უქმნიდა.
"დასრულდა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც რამდენიმე წელია ელოდებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა. ეს პრობლემური მონაკვეთი დიდ დაბრკოლებას უქმნიდა ადგილობრივებს. მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას, ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ყველა თანამშრომელს, ვინც ჩართული იყო ამ პრობლემის მოგვარებაში," - განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.