ბაჩო ახალაია: "ხელისუფლებას კოვზი ნაცარში ჩაუვარდა"
24-02-2014, 19:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას შეფასებით, მისი ადვოკატის გოგა ონიანის დაკავება პოლიტიკური ოპონენტების დევნის გაგრძელებაა. ამის შესახებ ახალაია სოციალურ ქსელში წერს და მოქმედ ხელისუფლებას უუნაროს უწოდებს, რომელსაც მისივე თქმით, პოლიტიკური ბრძოლის თავი არ აქვს.

 

 

"ჩემი მეგობრის და ადვოკატის დაკავება არის მცდელობა შეაფერხონ ჩემი დაცვის უფლების განხორციელება, მაგრამ მთავარი არის ის, რომ გოგას მსგავსი ადამიანების დაკავებით, რომლებიც უზომოდ ერთგულნი არიან საქართველოს, თავისი საქმის და მეგობრების, დარტყმას აყენებენ იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომელზეც ჩვენი სახელმწიფო დგას"- ნათქვამია ახალაიას განცხადებაში.

 

 

მისი განმარტებით, ხელისუფლებას "კოვზი ნაცარში ჩაუვარდა", მას არარსებულ დანაშაულს ვერ უმტკიცებენ და ამის გამო მისი ინტერსების დამცველებზე იძიებენ შურს.

 


"ჩვენ წინასწარ ვიცოდით, რომ ეს დაკავება მოხდებოდა, მაგრამ გოგამ ზუსტად იცოდა და იცის, რომ სწორედ ასეთ სირთულები არის ჩვენი გამარჯვების საწინადარი. მესმის, რომ უფრთხიან მებრძოლ ადამიანებს და მათ წინააღმდეგ იყენებენ სახელმწიფო ბერკეტებს. უბრალოდ, ერთ რამეს ვერაფრით ვერ ვიგებ - რატომ აქვთ განცდა რომ ასეთი მეთოდებით დაგვაფრთხობენ, შეგვაშინებენ, დაგვაკნინებენ. ჩვენი სწრაფვა ქვეყნის კეთილდღეობისათვის არის ურყევი და თუნდაც ოთხი კედელი ვერ გაანელებს გამარჯვების ჩვენ მტკიცე ნებას საქართველოს სახელით"- ნათქვამია ახალაიას განცხადებაში.

 


ახალაია საჯარო პირობას დებს, რომ ყველა ამ და სხვა საქმეების ფალსიფიკატორები, კანონის წინაშე პასუხს აგებენ.

 


იგი სთხოვოს საზოგადოებას, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს, ნუ იხმობენ და იხსენებენ გამოძიებას, როგორც ჭეშმარიტების დამდგენ შესაძლებლობას და ნუ ამყარებენ მასზე იმედებს. მისი თქმით, გამოძიება, ისე როგორც ბევრი სხვა სახელმწიფო ინსტიტუცია, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება.

 


"ყველაფრის მიუხედავად, გამარჯვება გარდაუვალია. ამისთვის არ უბრძოლია საქართველოს მოქალაქეების თაობებს, რომ კაპრიზულმა აგონიურმა ხელისუფლებამ ქვეყანა მტერს ჩააბაროს და მოუსპოს განვითარების შანსი"-ნათქვამია განცხადებაში.

 

 

გოგა ონიანი გუშინ, საკუთარ სახლში დააკავეს. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დაკავება ონიანის თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობის პერიოდს უკავშირდება. როგორც უწყება განმარტავს, საქმე 2011 წელს კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლის, ასევე განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირთა დაშინების მიზნით, შპს "დაო-პრინტის" მენეჯერი დავით შათირიშვილის დაკავებას ეხება. შპს "დაო-პრინტი" იმ დროისთვის პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" ლოგოიან მაისურებს ამზადებდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი