პირველი იანვრიდან ფქვილის ეტიკეტირება სავალდებულო გახდება - ტექნიკური რეგლამენტის შემოღება ფასების ზრდას, სავარაუდოდ, არ გამოიწვევს
10-12-2015, 08:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პირველი იანვრიდან ხორბლის ფქვილის ტექნიკური რეგლამენტი ძალაში შედის. სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რეგულაციები, სავარაუდოდ, ფქვილზე ფასის მატებას არ გამოიწვევს.

 


"პირველი იანვრიდან ძალაში შედის საქართველოს მთავრობის დადგენილება 376, რომელიც 2015 წლის 27 ივნისს დამტკიცდა - ეს არის ხორბლის ფქვილის ტექნიკური რეგლამენტი. ის არეგულირებს ქვეყანაში რბილი, ქონდარა ხორბლის ფქვილის წარმოების, გადამუშავების და ბაზარზე განთავსების პირობებს.

 


ანუ განვმარტავ, პირველი იანვრიდან შეძენილ ფქვილზე უნდა იყოს ეტიკეტი განთავსებული, სადაც მომხმარებელს შეეძლება იხილოს რა ფქვილს ყიდულობს, როგორია მისი ხარისხი - არის ექსტრაფქვილი, უმაღლესი ხარისხის, მეორე ხარისხის, პირველი ხარისხის თუ ა.შ. ანუ ყველას თავისი სახელი დაერქმევა.

 


არაფერი განსაკუთრებული არ იცვლება და წესით, ტექნიკური რეგლამენტის შემოღებამ ფასების გაძვირება არ უნდა გამოიწვიოს - ის, რაც იყო ბაზარზე, ისევე დარჩება, უბრალოდ სწორად და მართებულად იქნება რეგულირებული. პურის რეგლამენტთან დაკავშირებული პროექტი სამინისტროში დიდი ხნის წინ მომზადდა. ამის შემდეგ შევხვდით ყველა ბიზნესოპერატორს, რომელიც ამ სფეროთია დაკავებული და მომზადებული დოკუმენტი გავაცანით, მათ გამოგზავნეს შენიშვნები - ზოგიერთი გავითვალისწინეთ, ზოგიერთი ვერა.

 


პურის მწარმოებლებს არ ექნებათ პურის შეფუთვის ან მასზე ეტიკეტის დატანის ვალდებულება, უბრალოდ როცა საწარმოდან გამოდის პური, მას უნდა მოყვებოდეს დოკუმენტი, სადაც პროდუქტის მახასიათებლები იქნება მითითებული, ხოლო პურის მაღაზიები, დახლზე მისი დადების შემდეგ ვალდებული იქნებიან მიუთითონ, თუ რომელი რა პურია, რას შეიცავს და ა.შ" - აცადებენ სურსათის უვნებლობის სააგენტოში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი