"ისლამური სახელმწიფოს" მთავარი დამფინანსებელი საჰაერო დარტყმებისას დაიღუპა
10-12-2015, 12:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით შექმნილი კოალიციის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმებისას "ისლამური სახელმწიფოს" მთავარი დამფინანსებელი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ამერიკის სამხედრო ძალების წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

 

მუავაქ მუსტაფა მუჰამედ ალ-კარმუში, აკა აბუ სალაჰი, და ორი სხვა მთავარი ლიდერი "მიმდინარე კვირას" განხორციელებული საჰაერო დარტყმებისას მოკლეს. სხვა დეტალები არ ვრცელდება.

 

 

აბუ სალაჰი, 1973 წელს დაბადებული, ერაყელი მაუვაქ მუსტაფა ალ-კარმუშის კოდური სახელია, როგორც ეს ამერიკული სამხედრო ძალების პოლკოვნიკმა სტივ უორენმა დაადასტურა. უორენმა აბუ სალაჰს, შეიარაღებული დაჯგუფების ფინანსური ქსელის "ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და გამოცდილი წევრი" უწოდა.  

 

 

ერთ წელიწადზე მეტია, რაც კოალიციური ძალები სირიასა და ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საჰაერო დარტყმებს ახორციელებენ. "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი აბუ ნაბილი ლიბიაში ახლახან მოკლეს. აღნიშნული ინფორმაცია პენტაგონმა ორშაბათს დაადასტურა.  

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი