იგორ კონაშენკოვი: რუსეთის სამხედრო ვერტმფრენებს საქართველოს საჰაერო სივრცე არ დაურღვევიათ
10-12-2015, 12:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რუსეთის სამხედრო ვერტმფრენის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს უარყოფს. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით, რუსეთის თავდაცვის უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა გააკეთა.

 


"ბოლო დღეების განმავლობაში, ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს ესაზღვრება, რუსეთის სამხედრო ვერტმფრენებს არავითარი ფრენები არ განუხორციელებიათ", - აღნიშნა კონაშენკოვმა.

 


მისი თქმით, მთელი დღის განმავლობაში საქართველოს სამხედრო უწყებას დაახლოებითაც კი არ მიუთითებია საქართველოს ის ადგილები, სადაც საჰაერო სივრცე დაირღვა. "მხოლოდ მოგვიანებით, როდესაც გაჩნდა იფორმაცია, რომ რუსეთის სამხედრო ვერტმფრენის აჩრდილი თითქოსდა შეამჩნიეს მერეთი-ზარდიაანთკარის რაიონში, აღმოჩნდა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ამის შესახებ ადგილობრივი მცხოვრებლებისგან შეიტყო, რომლებმაც თავისი ხედვები რომელიღაც პოლიციელს გაუზიარეს", - განაცხადა რუსმა გენერალმა.

 


კონაშენკოვმა ქართველ კოლეგებს ურჩია, მხოლოდ რადიოლოკაციურ საშუალებებზე დაყრდნობით გააკეთონ მსგავსი ხმამაღალი განცხადებები.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი