საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის გზებზე იმსჯელეს.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე განიხილეს ქალაქ ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფცია, რომელიც ზღვისპირა პარკის სამომავლო პერსპექტივებს გულისხმობს.
საბჭოს წევრებმა მოიწონეს ელმავლების ლოკალიზაციის იდეა, რაც ელმავლების ადგილობრივ წარმოებას ითვალისწინებს. აღინიშნა, რომ ელმავლების შესყიდვასთან დაკავშირებით, სს “საქართველოს რკინგზის“ მიერ გამოცხადებული კონკურსი 28 დეკემბერს დასრულდება.
ეკონომიკური საბჭოს სხდომას მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები, თბილისის მერი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.