საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი აშშ-ში ვიზიტს განაგრძობს. გუშინ ის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ვიქტორია ნულანდს შეხვდა, სადაც საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობები და რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
"საუბარი შეეეხო საქართველოსა და აშშ-ს ორმხრივ ურთიერთობებში მოსალოდნელ პროგრესს. ჩვენ 2016 წელს ძალიან ბევრი ინიციატივის დაწყებას ველოდებით. საქართველო პარტნიორებთან ძალიან ბევრს საუბრობს შავი ზღვის უსაფრთხოებასა და ამ ერთიან სისტემაში საქართველოს თანამონაწილეობაზე", - განუცხადა ხიდაშელმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს და დაამატა, რომ საქართველო ეძებს რაც შეიძლება მარტივ, სწრაფ და ეფექტურ გამოსავალს, გზას იმისთვის, რომ მისი, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის უსაფრთხოება უკეთ იყოს დაცული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.