საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით გიგი უგულავას მიერ დღეს გაკეთებული განცხადების საპასუხოდ ამბობს, რომ "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობისაგან" განსხვავებით კადრებს პოლიტიკური შეხედულებებითა და ნათესავური კავშირებით არ არჩევს.
"თუ არ იყავი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, საჯარო სამსახურში ვერცერთი ადამიანი ვერ დასაქმდებოდა. ეს მათ კარგად ჰქონდათ აწყობილი. ამისთვის ყოფილი პრემიერი და შს მინისტრი ივანე მერაბიშვილს მიესაჯა, თუმცა სხვა მიმართულებითაც მიმდინარეობს გამოძიება, ისევე როგორც ბატონი უგულავა არის ბრალდებული და მის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება, რომ მან 50 მლნ - დედაქალაქის მაცხოვრებლების თანხები მიითვისა. ამ ადამიანს ძალიან ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა. ჩვენი სიძლიერე იმაშია, რომ ჩვენ პოლიტიკური შეხედულებებითა და ნათესავური კავშირებით არ ვარჩევთ პროფესიონალ კადრებს, როგორც ამას "ნაციონალური მოძრაობა" 9 წლის განმავლობაში აკეთებდა", - განაცხადა კალაძემ.
თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას განცხადებით, 2014 წლის თებერვალში ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილება, პოლიტიკურ დევნას ემსახურება და ათასობით ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლებას ითვალისწინებს.
ყოფილი მერი კანონში ცვლილებას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ვიცე-პრემიერ კახა კალაძის უკავშირებს და აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გადაწყვეტილი აქვს 20 ათასამდე ადამიანი გაუშვას სამსახურიდან და ისინი საკუთარი ნათესავებით ჩაანაცვლოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.