ქრთამის აღების ფაქტზე, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომელი დააკავეს
11-12-2015, 01:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომელი, დავით ჩიკვაიძე დააკავეს.

 


უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთ მოქალაქეს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ ციტრუსისა და ვაშლის ყალბი წარმოშობის სერთიფიკატი, ექსპერტიზის დასკვნა და ხელშეკრულება დაუმზადა.

 


"საგამოძიებო სამსახურის მიერ, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დავით ჩიკვაიძის მიერ უკანონოდ დამზადებული წარმოშობის სერტიფიკატი და ექსპერტიზის დასკვნა", - ნათქვამია განცხადებაში.

 


საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით.

 

 

კომენტარები: 1
#1   ქედელი
      
, იქნებ გაარკვიოთ რა რაოდენობის ქრთამი აიღო აღნიშნულმა პირმა, რა ვითარებაში, და რა ძალა ქონდა აღნიშნულ დოკუმენტს!
23 დეკემბერი 2015 15:39
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი