მომავალი წლიდან თბილისში სი-ენ-ჯი გაზზე მომუშავე 150 ერთეული ავტობუსის შემოყვანა მოხდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ დღეს მერიაში გამართულ "მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმის" პრეზენტაციაზე განაცხადა.
"უკვე დასრულდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან მოლაპარაკებები, მათ თბილისისათვის 30 მილიონი ევრო გამოყვეს სი-ენ-ჯი გაზზე მომუშავე ავტობუსების შესაძენად. 150 ერთეული იქნება შეძენილი, გამოცხადდება ტენდერი, რომელზეც მოხდება ფასების დადგენა", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
"მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმის" პრეზენტაციას თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილეები, საქალაქო სამსახურების და მერიაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელები ესწრებიან. ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მერიაში აცხადებენ, რომ მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმა თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურმა არასამთავრობო ორგანიზაცია "რემისიასთან" ერთად შეიმუშავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.