ინტერპოლმა რუსეთის მოქალაქე, ანატოლი ზემლიანკაზე ძებნა გამოაცხადა - ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ინტერპოლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ხელისუფლება ეჭვობს , რომ აღნიშნული პირი უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრია.
რუსული მხარის ცნობით, ანატოლი ზემლიანკა "ისლამური სახელმწიფოს" წარმოადგენს.
ცოტა ხნის წინათ გავრცელდა ვიდეორგოლი, სადაც მან სიკვდილით დასაჯა რუსეთის მოქალაქე, ეთნიკური ჩეჩენი მაგომედ ხასიევი, რომელიც "ისლამურმა სახელმწიფომ" რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულა.
რუსული მხარის განმარტებით, 28 წლის ანატოლი ზემლიანკა ტიუმენის ოლქის ქალაქ ნოიაბრსკის მკვდირია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.