ბურჯანაძე ონიანის დაკავებას „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შეთანხმებად მიიჩნევს
24-02-2014, 19:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ადვოკატ გოგა ონიანის დაკავება მაშინ, როცა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას საქმეზე განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე დღე რჩება, ხელისუფლების მხრიდან უკვე არაკომპეტენტურობაც აღარ არის.

 

 

"ვფიქრობ, რომ ეს ალბათ "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" შეთანხმებული მოქმედებაა, იმისთვის, რომ ახალაია და მისი დამცველი, პოლიტიკური დევნის მსხვერპლად გამოაჩინონ და შემდეგ ისინი ან არ დაისაჯონ ჩადენილი დანაშაულის ადექვატურად, ან საერთოდ გათავისუფლდნენ პასუხისმგებლობისგან. სხვაგვარად, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე, ამ ადამიანის დაპატიმრებას მე ვერ მივცემ ვერანაირ შეფასებას" - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

ამასთან, "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ხაზს უსვამს, რომ არც ხელისუფლებაში, არც ოპოზიციაში და არც უფლებადამცველთა შორის ყოფნა, ადამიანს არ აძლევს და არ უნდა აძლევდეს რაიმენაირი დაცვის გარანტიას, თუ მას დანაშაული აქვს ჩადენილი.

 

 

მისი თქმით, სასამართლოსა და კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს.

 

 

"ერთ რამეს მინდა გაუსვა ხაზი - შეიძლება ბატონი ონიანი დასაპატირმებელი იყოს და ასევე დასაპატიმრებელია "ნაციონალური მოძრაობის" ძალიან ბევრი წევრი და მხარდამჭერი, თუმცა დღეს მისი დაპატიმრება მაშინ, როდესაც ახალაიას განაჩენის გამოტანამდე სულ რამდენიმე დღე რჩება, უკვე აღარ არის არაკომპეტენტურობა" - განაცხადა მან.

 

 

"დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კიდევ ბევრი ადამიანია დასასჯელი.

 

 

"თუმცა იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ, საკუთარი მოქმედებით "ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე არ დაასხას წყალი, ამას სჭირდება შესაბამისი დრო და შესაბამისი არგუმენტაცია. ონიანი, რომელიც იმის გამოა დაპატიმრებული, რომ თურმე "ქართულ ოცნებას" უშლიდა ხელს საარჩევნო კამპანიაში, მინდა გითხრათ, რომ გაცილებით უფრო ადრე ის ხელს უშლიდა "დემოკრატიულ მოძრაობას" ნორმალური პარტიული აქტიურობის განხორციელებაში, თუმცა ამის შესახებ "ქართულ ოცნებას" დღეს რატომღაც არ გახსენებია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი გახლავთ" - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

გოგა ონიანი გუშინ, საკუთარ სახლში დააკავეს. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დაკავება ონიანის თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობის პერიოდს უკავშირდება. როგორც უწყება განმარტავს, საქმე 2011 წელს კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლის, ასევე განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირთა დაშინების მიზნით, შპს "დაო-პრინტის" მენეჯერი დავით შათირიშვილის დაკავებას ეხება. შპს "დაო-პრინტი" იმ დროისთვის პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" ლოგოიან მაისურებს ამზადებდა.

 

 

 

 

 

 

 

http://www.newspress.ge/presis-mimokhilva/37870-burjanadze-vfiqrob-onianis-dakaveba-qarthuli-ocnebisa-da-nacionaluri-modzraobis-shethankhmebuli-moqmedebaa.html 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი