რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ნებისმიერი სამიზნე, რომელიც სირიაში რუს სამხედროებს ემუქრება, უნდა განადგურდეს. თავდაცვის სამინისტროს კოლეგიაზე სიტყვით გამოსვლისას პუტინმა "მაქსიმალურად მკაცრი" ქმედებების ბრძანება გასცა.
"მინდა გავაფრთხილო ყველა, ვინც შეეცდება ჩვენი სამხედროების წინააღმდეგ რაიმე პროვოკაციის ორგანიზებას - რუსი სამხედროების და ავიაბაზის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებითი ზომები უკვე მივიღეთ. ნებისმიერი სამიზნე, რომელიც რუსულ დაჯგუფებას ან ჩვენს სახმელეთო ინფრასტრუქტურას ემუქრება, დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს", - განაცხადა პუტინმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.