„მსოფლიოში დღეს მიმდინარე პროცესები, დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია, საომარი მოქმედებების ესკალაცია, ტერორიზმის მზარდი საფრთხე, რომელიც უშუალოდ საქართველოს მეზობელ რეგიონშია გამოხატული, მოითხოვს სწრაფ და გადაუდებელ პრევენციულ ღონისძიებებს" - განცხადება ამის შესახებ "მემარცხენე ალიანსის" პოლიტიკურმა მდივანმა, პაატა ჯიბლაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ჯიბლაძის განცხადებით, „მემარცხენე ალიანსი“ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ახალი კოლეგიალური მმართველობითი სტრუქტურის შექმნის და ასევე უშიშროებისა და კრიზისების მართვის საბჭოების გაერთიანების ინიციატივით გამოდის.
მისივე თქმით, პოლიტიკური პარტია მიიჩნევს, რომ საჭიროა, ხელისუფლების მხრიდან, მოსალოდნელი საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების ადეკვატური აღქმა მოხდეს.
პარტიაში ფიქრობენ, რომ ამისთვის აუცილებელია სასწრაფოდ გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:
"1. განხორციელდეს სააკაშვილის მმართველობის პერიოდში დამტკიცებული ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის კორექტირება, რომელიც მოკლებულია საღ და ობიექტურ ანალიზს, რისკების შეუფასებლობას, არარეალური მოლოდინების შექმნასა და სხვას;
2. აუცილებელია ქვეყანაში უსაფრთხოების ერთიანი კოლეგიალური მმართველობითი სტრუქტურის შექმნა, რომელსაც უხელმძღვანელებს პრემიერ-მინისტრი, რითაც დამთავრდება საქართველოს ეროვნული უშიშროებისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოებს შორის დაპირისპირება-კონფრონტაცია;
3. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დაქვემდებარებაში საზღვრის დაცვის დეპარტამენტის გადაცემა, რითაც შეიქმნება უსაფრთხოების ერთიანი მწყობრი სისტემა;
4. სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გაუქმებული უშიშროების აკადემიის აღდგენა, სადაც დასაქმდებიან მისი მმართველობის პერიოდში „ჩარეცხილი“ და სამსახურებიდან უსამართლოდ გაყრილი პატრიოტი, მაღალი დონის პროფესიონალები“- განაცხადა „მემარცხენე ალიანსის“ პოლიტიკურმა მდივანმა, პაატა ჯიბლაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.