ირაკლი ღარიბაშვილი: არც ერთი სკოლა არ უნდა დარჩეს შემოწმების გარეშე
11-12-2015, 06:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავრობა სკოლებსა და ბაღებში კვებისა და ჰიგიენური ნორმების კონტროლს ამკაცრებს. პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შესაბამის სტრუქტურებს მოუწოდებს, კვებისა და ჰიგიენის ნორმების დარღვევის თითოეულ ფაქტზე სათანადო რეაგირება მოახდინონ.


„გვინდა მაქსიმალურად გავამკაცროთ უსაფრთხოების ზომები, არც ერთი სკოლა არ უნდა დარჩეს შემოწმების გარეშე, რაც პირად კონტროლზე აქვს აყვანილი სოფლის მეურნეობის მინისტრს. თუ რომელიმე სკოლაში გამოვლინდება კვების რაციონისა თუ ჰიგიენური ნორმების დარღვევა, მაქსიმალურად მკაცრ ზომებს მივიღებთ,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.


სხდომაზე აღინიშნა, რომ 2013 წლამდე სკოლებში ამ მიმართულებით ინსპექტირება არ ხდებოდა და შესაბამისად არ არსებობდა სტატისტიკა. ამ ეტაპზე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან განათლების, სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარების სამინისტროები, სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი. უკვე შემოწმებულია საქართველოს მასშტაბით მოქმედი ყველა ბაღი და სკოლების 60%–ი. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტრომ სტანდარტების სარეკომენდაციო პაკეტი შეიმუშავა. შედგენილია სკოლის კვების რაციონი და მიმდინარეობს მუშაობა ბაღების კვების რაციონზე.

 

კომენტარები: 1
#1   manana
      
ძალიან კარგი, მაგრამ იქნება იმასაც მიხედოთ, რომ ყველა პროდუქტს ეწეროს შენახვის ვადა და ინგრედიენტები, რაც ნაწილობრივ მაინც დაიხსნის ადამიანებს მოწამვლისაგან და უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს პროდუქტის შემომტანს თუ გამსაღებელს!!!
12 დეკემბერი 2015 09:47
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი