რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს შეფასებით, მსოფლიოში სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია გამწვავდა, ნატო კი კვლავ განაგრძობს გაფართოების პოლიტიკას. აღნიშნული განცხადება შოიგუმ თავდაცვის სამინისტროს კოლეგიაზე, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთსა და რუმინეთში ნატო-ს სამხედრო კონტინგენტს დაემატა სამხედრო თვითმფრინავები, გაიზარდა სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობაც.
შოიგუმ აღნიშნა, რომ "დღეს აქტიურად ემზადებიან ბლოკში გასაწევრიანებლად მონტენეგრო, მაკედონია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, საქართველო და უკრაინა".
კოლეგიაზე სიტყვით გამოსვლისას, სერგეი შოიგუმ სირიაში რუსეთის ოპერაციაზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ოპერაციის დაწყებიდან დღემდე რუსულმა ავიაციამ 4 000-მდე საბრძოლო ფრენა განახორციელა და "ისლამური სახელმწიფოს" 8 000-ზე მეტი ობიექტი გაანადგურა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.