"რესპუბლიკური პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატის დონალდ ტრამპის მიერ მუსლიმების წინააღმდეგ სიტყვიერი თავდასხმის შემდეგ წამოსული კრიტიკული რეაქციების დიდი ტალღის ქვეშ მოყოლისა და ჩამარხვის და წყვილის მიერ სან ბერნარდინოს გახმაურებული მკვლელობების ფონზე, კვირას ოვალური ოფისიდან პრეზიდენტ ბარაქ ობამას მიერ ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაზე გაკეთებული მიმართვა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამ შესავლით იწყება კიმ გატასის ანალიტიკური წერილი, სათაურით - ჩინეთი შეერთებული შტატებისთვის უდიდეს გამოწვევად რჩება - რომელსაც BBC აქვეყნებს. ანალიტიკური წერილის ქართულ თარგმანს guardian.ge გთავაზობთ.
სინგაპურმა განაცხადა, რომ ის ნებას დართავს ამერიკის შეერთებულ შტატებს მის ტერიტორიაზე მზვერავი თვითმფინავები განალაგოს, რითაც შტატებს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინური აქტივობების მონიტორინგის განხორციელება შეეძლება.

ნაბიჯი, რომელმაც ჩინეთი გაანაწყენა, ემთხვევა რეგიონში ძალზე გამძაფრებულ დაძაბულობას, რომელიც სადავო ადგილებში ჩინეთის ხელოვნური კუნძულის მშენებლობას უკავშირდება.
ეს შემხსენებელია იმისა, რომ იმ დროს, როცა ვაშინგტონის ფიქრი, გამტარუნარიანობა და რესურსები, მათ შორის სამხედრო, როგორც ჩანს განგრძობითად ხმარდება ახლო აღმოსავლეთიდან მომავალ კრიზისსა და საფრთხეებს, ყველაზე სერიოზული გრძელვადიანი გამოწვევები აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისათვის ჩინეთთან ურთიერთობებისთვის თავის გართმევა რჩება.
კომპლექსური კრიზისი ამერიკის საგარეო პოლიტიკაში, სტრატეგიული და საერთაშორისო სწავლებათა ცენტრის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ანალიტიკოსის, ანტონი ქორდსმანის მიერ არის აღწერილი.
ქორდსმანი საუბრობს ამერიკის მრავალჯერადი, გადაუდებელი და მნიშვნელოვანი მოკლევადიანი და გრძელვადიანი კრიზისებისთვის თავის გართმევის საჭიროებაზე და ამავე დროს იმის შესაძლებლობაზე, იყოს რეაგირების მომხდენი - მწყობრი, გრძელვადიანი სტრატეგიების ფორმულირებისას.
ეს არის გამოწვევა, რამაც ობამას ადმინისტრაციაში წინააღმდეგობები წარმოშვა. პრეზიდენტი ძალზე მოწადინებული ჩანდა, ახლო აღმოსავლეთი და მისი ომები უკან მოეტოვებინა, როცა გასულ თვეს, პარიზის ტერაქტების კვალდაკვალ აზიაში სტუმრობის დროს, შეკითხვებზე პასუხების გაცემისას მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის სტრატეგიაზე საუბრებით შემოიფარგლებოდა.
მანილასა და კუალა ლუმპურში ობამას შეჩერებები იმას ნიშნავდა, რომ ეჩვენებინა, თუ როგორ შეჩერდა ყურადღება უმნიშვნელოვანეს სავაჭრო შეთანხმებაზე - ტრანსატლანტიკურ პარტნიორობაზე - რომელიც ჩინეთს განზე ტოვებს.
მაშინ როცა, ადმინისტრაციაში ტრანსატლანტიკური პარტნიორობა აზიის მიმართ ხელახალი ბალანსირების ყველაზე სატრაბახო მომენტადაა მიჩნეული, ის რაც ობამას სჯეროდა - როგორც მთავარი გარდაქმნა იმ მიმართულებით, თუ როგორ უდგება შეერთებული შტატები მსოფლიოს, ერთხელ უკვე მეტსახელად შერქმეული "აზიის საყრდენი წერტილის" მოძებნით - იქცა ყოველდღიურ ძალზე არსებით სამუშაოდ, პეკინიდან თავის შორს დაჭერის თვალსაზრისით.
ჩინეთის დედაქალაქი უჩვეულო სისწრაფით იშვა რეგიონულ და მსოფლიო ძალად, რომელიც განავრცობს თავის ფულს მსოფლიოს გარშემო, ისევე როგორც აგრესიულ მედიდურობას აზიაში.
დავა სამხრეთ ჩინეთის ზღვის გარშემო
დაძაბულობა სამხრეთ ჩინეთის ზღვის გარშემო არსებულ სადავო ტერიტორიებზე, მასზე ასევე პრეტენზიების მქონე სხვა სახელმწიფოების, ფილიპინებისა და ვიეტნამის მხრიდან, მოსალოდნელ კონფლიქტზე მიანიშნებს.
ჩინეთი დაჟინებით ირწმუნება, რომ ის უბრალოდ იმავეს აკეთებს, რასაც ყველა მისი მეზობელი ცდილობს რომ გააკეთოს, მაგრამ ის ამას თავბრუდამხვევი ტემპებით აკეთებს.
2015 წლის ივნისში ამერიკის თავდაცვის სამინისტროს დეპარტამენტის მიერ მომზადებული შეფასების თანახმად, ჩინეთმა მოითხოვა 17-ჯერ უფრო მეტი მიწა, 20 თვის განმავლობაში, ვიდრე, ყველა სხვა დანარჩენმა ერთად აღებულმა მოდავე მხარეებმა, ბოლო 40 წლის განმავლობაში.
ჩინეთის ზუსტი განზრახულობა ბუნდოვანია, მაგრამ საბოლოო შეფასება ისაა, რომ პეკინს უნდა ნელი, უმტკივნეულო ტემპით ხელი ჰკრას ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ ადგილიდან, ისე რომ ამან კონფლიქტი არ გამოიწვიოს.
ექპერტები ამბობენ, რომ მაშინ როცა ჩინეთმა იცის, რომ მიწაზე პრეტენზიის საფუძვლით ვერ მოითხოვს ტერიტორიულ ზღვას, ხელოვნური კუნძულები საშუალებას მისცემს პეკინს გადაისროლოს სამხედრო ბაზები და გააკონტროლოს ზღვა, ჩინეთიდან დიდი გზის სავალ ნაწილში.
პენტაგონის მიერ აზია-წყნარი ოკეანის სანაოსნო უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ გამოქვეყნებულ მოხსენებაში წერია: "ჩინეთი ერთპიროვნულად ცვლის ფიზიკურ სტატუს-ქვოს რეგიონში, მაშასადამე ართულებს დიპლომატიურ ინიციატივებს, რომლებიც შესაძლებელია დაძაბულობის შემნელებელი იყოს".
ეკონომიკური კუნთების თამაში
პაკისტანში, ჩინელებმა 46 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ კონტრაქტებს მოაწერეს ხელი. ჩინურ-პაკისტანური ეკონომიკური დერეფანი პეკინიდან ახლო აღმოსავლეთისკენ ახალი სავაჭრო მარშრუტების გახსნას განაპირობებს.
ჩინეთი ასევე აშენებს ახალი აბრეშუმის გზას ევროპის მიმართულებით - სტრატეგიული ეკონომიკური შეთანხმება, რომელმაც შესაძლოა კონკურენცია გაუწიოს ტრანს-ატლანტიკურ პარტნიორობას.
გასულ თვეს, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაცხადა, რომ ჩინეთის ეროვნული ვალუტა რენმინბი, მსოფლიოს სარეზერვო ვალუტების კალათას შეიძლება შეუერთდეს.
როცა ჩინეთმა გააკეთა განაცხადი, რომ ის აზიის ინვესტირებისა და ინფრასტრუქტურის ბანკს აფუძნებდა, შეერთებული შტატები შეეცადა, მის მოკავშირეებს, სამხედრო ძალის დემონსტრირებით, შორს დაეჭირათ თავი, მაგრამ 57 ერი, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, შეუერთდა ჩინეთის ინიციატივას.
აზიის ინვესტირებისა და ინფრასტრუქტურის ბანკი
ბანკის დაფუძნების თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმს 2014 წლის 24 ოქტომბერს, აზიის 21-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი.
ბანკის მთავარი შტაბ-ბინა პეკინში იქნება.
ბანკი აზიაში გზების, პორტების, რკინიგზების და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობისთვის გაიღებს ფინანსებს.
მოელიან, რომ ბანკი სრულად 2015 წლის ბოლოს იქნება დაფუძნებული.
2015 წლის 15 აპრილის მონაცემებით, ბანკში 57 დამფუძნებელი ქვეყანაა, მათ შორის -37 აზიიდან, 20 კი რეგიონის გარედან.
რეგიონის მიღმა მდებარე ქვეყნებია: ავსტრია, ბრაზილია, დანია, ეგვიპტე, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ისლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი.
ყოველივე ამან საფუძველი დაუდო კრიტიციზმს, რომ ობამა საკმარისად არ ჰკრავს ხელს თავდაჯერებულ ჩინეთს. ზოგიერთი ანალიტიკოსი კი საერთოდაც ამტკიცებს, რომ შეერთებულმა შტატებმა სამხრეთ ჩინეთის ზღვა, მასზე გამავალი ყოველწლიური 5 ტრილიონი ამერიკული დოლარის საერთაშორისო ვაჭრობის ჩათვლით, პეკინს გადაულოცა.
ჩინეთთან პირდაპირი კონფლიქტი არ არის მოსალოდნელი, რადგანაც რისკები უზარმაზარი იქნება, ხოლო გავლენა შტატების ეკონომიკაზე უშველებელი. სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე ვაჭრობის კუთხით გამავალი ყოველი ხუთი საქონლიდან ერთი ამერიკის კუთვნილებაა, მაგრამ შემთხვევები დასაშვებია და ურთიერთობებისთვის თავის გართმევა ბალანსირებას, სათუთი სამუშაოების შესრულებას და აზიელ მოკავშირეებთან მუდმივ კოორდინაციას მოითხოვს.
"ხალხს სურს იცოდეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მასტაბილიზირებელი ძალა იქნება" აზიაში, განაცხადა ბენ როდსმა, ობამას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოადგილემ. "მაგრამ მათ ასევე სურთ, რომ ჩვენ კარგი ურთიერთობები გვქონდეს ჩინეთთან".
ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ობამამ ჩინეთის თემას თავი კარგად გაართვა, მაგრამ გამაფრთხილებელად აცხადებს, რომ ეს არის სამუშაო, რომელიც უნდა პროგრესირდეს და გაგრძელდეს ნებისმიერი შემდეგი პრეზიდენტის მხრიდან.
მსოფლიოს არც ერთი გრძელვადიანი პრობლემა, ისეთი, მაგალითად, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, შეუძლებელია რომ ჩინეთის გარეშე გადაწყდეს. ამის შემხსენებელი, თუნდაც პარიზში ამას წინათ გამართული COP21 მოლაპარაკებები იყო.
"თქვენ შეგიძლიათ შეხედოთ პოზიტიურ გეზს ურთიერთობებში, ისეთში, როგორიცაა კლიმატის ცვლილებაზე შეთანხმება და ვაჭრობა, რომელიც საკმაოდ ღიაა", განაცხადა ანია მანუელმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირმა ჯორჯ დაბლიუ ბუშის პრეზიდენტობისას, მაგრამ " ეს არ არის ავტომატური, არ არის აუცილებელი იყოს ის ტრაექტორია, რომელზეც ჩვენ ვიმყოფებით". მდგომარეობა, სადაც შეერთებული შტატები ხარჯავს უფრო მეტს და მეტს მისი სამხედრო მიმართულებით და ნაკლებს სავაჭრო სფეროში, რადგანაც ჩინეთი არ არის ხელმიუწვდომელი.
და თუ კი დღეს გამოცემების მთავარი სათაურები არის გადაუდებელი და სასწრაფო, და კრიზისი ახლო აღმოსავლეთში რეალური, ამერიკისთვის გრძელვადიანი სტრატეგიული შედეგები ჩინეთთან ურთიერთობებისთვის თავის ვერგართმევის მხრივ, უარესი იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.