ირაკლი ღარიბაშვილი ინიციატივით გამოდის, 11 დეკემბერს საქართველოში მთის დღე აღინიშნოს
11-12-2015, 08:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ინიციატივით გამოდის, 11 დეკემბერს საქართველოში მთის დღე აღინიშნოს. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 11 დეკემბერს მთელი მსოფლიო მთის დღეს აღნიშნავს და საქართველოც სწორედ ამ ინიციატივას უერთდება.

 

 

"მოგეხსენებათ, ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი მთის განვითარებაა. მით უმეტეს, მხედველობაში გვაქვს ის, რომ ჩვენ მივიღეთ მთის კანონი. მთაზე ძალიან დიდ აქცენტს ვაკეთებთ და მიგვაჩნია, რომ ეს უდიდესი და უნიკალური რესურსია, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. გამოვდივარ ინიციატივით, გაეროს ამ გადაწყვეტილებას შევუერთდეთ და მთის დღე დავაკანონოთ საქართველოშიც. მე ვფიქრობ, ეს პირდაპირ ეხმიანება ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და გატარებულ რეფორმებს" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

პრემიერ–მინისტრმა მთის კანონით დაწესებულ შეღავათებზეც ისაუბრა.

 

 

"პენსიები მოიმატებს და მთაში გახდება 216 ლარი. ვფიქრობ, რომ სხვა სახის შეღავათებიც, რაც მთაში შემოგვაქვს, წაახალისებს და გამოაცოცხლებს იქ არსებულ უნიკალურ რესურსს და გახდება შესაძლებელი ამ პოტენციალის სრულად გამოყენება. ასევე, უკვე არსებობს სპეციალური წესები, რომლითაც მთაში საწარმოს შექმნა შესაძლებელია ნულოვანი დაბეგვრით", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

 


პრემიერს თქმით, მთაში დაბრუნების სურვილს უკვე არაერთი ოჯახი გამოთქვამს, რაც იძლევა მოსახლეობის ადგილზე დამაგრების იმედს.

 


"მე ვფიქრობ, 10 წლის თავზე მთაში უნდა გვქონდეს ძალიან სერიოზული ინფრასტრუქტურა, საწარმოები და ზოგადად, მოსახლეობა უნდა დავამაგროთ ადგილზე. არაერთმა ოჯახმა გამოხატა უკვე დაინტერესება მთაში დაბრუნებაზე. რაჭაში რამდენიმე ოჯახი უკვე დაბრუნდა და მიმაჩნია, რომ ეს გამოწვეულია იმ წამახალისებელი ინიციატივებით, რაც მთის კანონის მიღებამ გამოიწვია" - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი