ირაკლი ღარიბაშვილი: მომავალ წელს სოფელ ასურეთის რეაბილიტაციის პროექტი დაიწყება
11-12-2015, 08:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მომავალ წელს ასურეთის რეაბილიტაციის პროექტი დაიწყება,–ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, პირველ ეტაპზე რეკონსტრუქცია ჩაუტარდება სოფლის ლუთერანულ ეკლესიას, ძველი იერსახე დაუბრუნდება გერმანელი არქიტექტორის მიერ აშენებულ სახლებს და მოწესრიგდება ინფრასტუქტურა.


„ასურეთში არის გერმანული, უნიკალური არქიტექტურა. ეს არის სოფელი გერმანული არქიტექტურის მქონე სახლებით, იქ არის გერმანელთა საფლავები. გაისად ჩვენ დავიწყებთ სოფლის რეაბილიტაციას. პირველ ეტაპზე სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ლუთერანულ ეკლესიას, ძველი იერსახე დაუბრუნდება გერმანელი არქიტექტორის მიერ აშენებულ სახლებს ასევე საფლავებს მოვაწესრიგებთ, გზას და განათებას, იმისთვის რომ ეს გახდეს ძალიან საინტერესო ისტორიულ–კულტურული ადგილი,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


პრემიერ–მინისტრმა სახელმწიფო პროგრამის–„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი საწარმოს დაფინანსების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთი წლის განმავლობაში 350 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.


„დღეს მთავრობის სხდომაზე გამოგვაქვს საკითხი „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, გარდაბანის მუნიციპალიტეტში ახალი საწარმოს დაფინანსების შესახებ. ეს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული 125–ე საწარმო იქნება. 350 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება ერთი წლის განმავლობაში,“–განმარტა პრემიერ–მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი