პრობაციონერს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში გადასახადის გადახდა აღარ მოუწევს. შესაბამისი ცვლილება "არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესის და პრობაციის შესახებ" კანონში ცვლილებები შედის.
ცვლილებების შინაარსის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა ისაუბრა.
"ჩვენ ვაუქმებთ გადასახადებს. მოგეხსენებათ, რომ პრობაციონერი, რომელიც ერთი თვით იცვლის საცხოვრებელ ადგილს - ძირითადად ეს ხდება ზაფხულში, 20 ლარს იხდის პრობაციის ბიუროში, რათა ზედამხედველობა დაეკისროს სხვა რაიონში. 50 ლარი ღირს სამთვიანი ნებართვა. მიგვაჩნია, რომ ეს არის უსამართლო, ამიტომ კანონში შევა ცვლილებები, რომელიც ამ გადასახადებს გააუქმებს", - განაცხადა კახა კახიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.