[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
უკრაინული მედიით გავრცელდა სათვალთვალო კამერებით გადაღებული ვიდეოკადრები, რომელზეც ასახულია, თუ როგორ გადააფრინეს რამდენიმე დღის წინათ, ღამით, პრეზიდენტი იანუკოვიჩი მეჟიგორიის რეზიდენციიდან.
ვიდეოკადრებში ასევე ჩანს თუ როგორ გააქვთ პრეზიდენტის ნივთები რეზიდენციიდან და ალაგებენ მათ ავტომანქანებში. ვიდეოს დასასრულს კი რეზიდენციის ტერიტორიიდან ორი ვერტმფრენის აფრენაა დაფიქსირებული. ერთ-ერთ ვერტმფრენში სავარაუდოდ სწორედ იანუკოვიჩი იმყოფებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.