კახა კახიშვილი: იმ მსჯავრდებულებისთვის, რომელთაც შაბათ-კვირას სახლში გასვლის საშუალება ეძლევათ, ფართოვდება ხანმოკლე პაემანზე მიმსვლელთა წრე
11-12-2015, 09:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მსჯავრდებულთა გარკვეული კატეგორიისთვის ხანმოკლე პაემნის ფარგლებში მნახველ პირთა წრე ფართოვდება. შესაბამისი ცვლილება "არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესის და პრობაციის შესახებ" კანონში შედის.


ცვლილებების შინაარსის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ისაუბრა. როგორც მინისტრმა განმარტა, ცვლილება იმ მსჯავრდებულებს შეეხებათ, რომლებიც თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში არიან მოთავსებულები და შაბათ-კვირას სახლში გასვლის უფლებით სარგებლობენ.


"როგორც იცით, ჩვენ გვაქვს თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება, სადაც მსჯავრდებულებს შაბათ-კვირას სახლში გასვლის საშუალება ეძლევათ. მათთვის ფართოვდება ხანმოკლე პაემანზე მიმსვლელთა წრე და ახლა უკვე გარდა მშობლისა და მეუღლისა, მსჯავრდებულების მონახულების საშუალება უფრო ფართო წრეს ეძლევა", - განაცხადა კახიშვილმა.


ამასთან, მინისტრის განმარტებით, კიდევ ერთი ცვლილებით, აღნიშნული კატეგორიის მსჯავრდებულები დაწესებულებას ბადრაგის გარეშე, საკუთარი ფეხით დატოვებენ, თუმცა მათ ორი დღის ვადაში უკან დაბრუნების ვალდებულება ექნება.


"მოგეხსენებათ, სასჯელაღსრულებების დაწესებულებებიდან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში პატიმრების გადაყვანის ფუნქციას დღეს ასრულებს ბადრაგი ანუ თუ კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებული გადაყვანილ იქნას თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში, მის ეტაპირებას ახდენს საბადრაგო სამსახური, მაგრამ, ამავდროულად, ეს არსად არ არის რეგულირებული. ჩვენ ვცვლით ადამიანის მიმართ მიდგომებს, რომელზეც თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება - მას გაათავისუფლებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, წავა თავისი ფეხით, ყოველგვარი ბადრაგის გარეშე და ორი დღის ვადაში ექნება უკან დაბრუნების ვალდებულება", - აღნიშნა სასჯელაღსრულების მინისტრმა.


რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მინისტრის თქმით, მათთან მიმართებაში კანონში არსებული ხარვეზი გასწორდება და ისინი დეპორტირებას დაექვემდებარებიან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი