საუდის არაბეთში დღეს, 12 დეკემბერს, უპრეცედენტო მუნიციპალური არჩევნები ტარდება, რომელშიც პირველად ქვეყნის ისტორიაში ქალებს ხმის მიცემის საშუალება ექნებათ.
ქალებს ასევე შესაძლებლობა მიეცათ წარდგენილიყვნენ კანდიდატების რანგშიც, მიუხედავად იმისა, რომ უსაზღვროდ კონსერვატიული სამეფო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ქალებს ავტომანქანის მართვის უფლება არ გააჩნიათ.
ჯამში 978 კანდიდატია დარეგისტრირებული ქალებს შორის, მამაკაცი კანდიდატების რაოდენობა კი 5 938-ს შეადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.