BBC: ტრამპი ლე პენის წინააღმდეგ - თავიანთი სიტყვებითვე
12-12-2015, 03:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მარი ლე პენისა და დონალდ ტრამპის პოპულარობა - ორი პოლიტიკოსი, რომლებიც საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში ამომრჩეველთა შორის ლიდერობენ - ამერიკულ და ევროპულ მედიაში დიდი განხილვების საგანია. ამ თემაზე BBC News Magazine -ი მასალას აქვეყნებს, რომელშიც ორი პოლიტიკოსის სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებებია შედარებული.

 

 

აღნიშნული მასალის ქართულ თარგმანს guardian.ge გთავაზობთ.

 

 

„დონალდ ტრამპი ახლა ამერიკის მარი ლე პენია“ - ამ სათაურით წერილი the New Yorker -მა გამოაქვეყნა.

 


მარკ ჩემპიონმა ამას BloombergView -ში ასე უპასუხა: „ევროპას თავად ჰყავს საკმაოდ ბევრი, თავისი დონალდ ტრამპი“. როგორც მან აღნიშნა, მარი ლე პენს შესაძლოა, უკეთესი შანსი ჰქონდეს გახდეს საფრანგეთის პრეზიდენტი, ვიდრე დონალდ ტრამპს, არჩეული იყოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად.

 

 

როდესაც საკითხი შეეხო დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ „მუსლიმებისთვის ამერიკაში შესვლა სრულად უნდა აიკრძალოს“, მარი ლე პენმა სატელევიზიო ინტერვიუში იკითხა: „ნამდვილად თქვა? ოდესმე გსმენიათ ჩემგან რაიმე ამის მსგავსი მეთქვას?“

 


ლე პენისთვის პასუხის გაცემა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას გულისხმობს ის სიტყვა „მსგავსში“.

 

 

მკითხველი თავად შეძლებს შეადაროს ამ და სხვა თემებზე ორი პოლიტიკოსის, სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები.

 

 

მიგრანტები

 

 

ტრამპი: დონალდ ტრამპი მოუწოდებს ამერიკის ხელისუფლებას, მთლიანად და სრულად დაუკეტოს გზა მუსლიმებს ამერიკის შეერთებულ შტატებში შემოსასვლელად, სანამ ჩვენი ხელისუფლება არ გამოარკვევს თუ რა ჯოჯოხეთი ტრიალებს ჩვენს თავს. ჩვენ არჩევანი არ გვაქვს. ჩვენ არჩევანი არ გვაქვს. ჩვენ არჩევანი არ გვაქვს. (დეკემბერი, 2015)

 

 

ლე პენი: მარი ლეპენი მოუწოდებს ყველას, დაუყოვნებლივ დასრულდეს საფრანგეთში მიგრანტების მიღება და დაუყოვნებლივ დასრულდეს მათი მოდება საფრანგეთის მუნიციპალიტეტებში, როგორც ქალაქებში, ისე სოფლებში. ფრანგი ხალხის უსაფრთხოება ითხოვს მსგავსი ზომების მიღებას. (ნოემბერი, 2015)

 

 

(აღნიშნული სიტყვები წარმოთქმულია, ტრამპის მიერ სან ბერნარდინოს ტრაგიკული გასროლების შემდეგ, მარი ლე პენის მიერ კი იმ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ, რომ პარიზის ტერაქტების ერთ-ერთი თავდამსხმელი ევროპაში მიგრანტის სტატუსით შევიდა).

 

 

ტრამპი: როცა მექსიკა გვიგზავნის ხალხს, ისინი საუკეთესოებს არ გვიგზავნიან. ისინი ამ ხალხს თქვენ არ გიგზავნიან. ისინი მათ თქვენ არ გიგზავნიან. ისინი აგზავნიან იმ ადამიანებს, რომელთაც ბევრი პრობლემა აქვთ, და მათ მოაქვთ თავიანთი პრობლემები ჩვენთან, ამერიკაში. მათ მოაქვთ ნარკოტიკები. მათ მოაქვთ დანაშაული. ისინი არიან მოძალადეები და გამაუპატიურებლები. ზოგიერთი მათგანი, ჩემი შეფასებით, კარგი ადამიანიცაა. (ივნისი, 2015).

 

 

ლე პენი: მიიღებთ, 12 არალეგალ მიგრანტს, რომლებიც თქვენს სახლში შემოსვლას ლამობენ? თქვენ არ მიიღებთ მათ. და თუკი შეუშვებთ მათ სახლებში, ისინი დაიწყებენ კედლებიდან შპალერის ჩამოხსნას. ზოგიერთი მათგანი მოიპარავს თქვენს საფულეს და მხეცურად მოექცევა თქვენს ცოლს. თქვენ არ მიიღებთ ამას. შედეგად, ჩვენ მივესალმებით მათ, მაგრამ ჩვენ ვწყვეტთ, თუ ვის შევეგებოთ სიტყვებით - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! (მაისი, 2012.

 


საზღვრები

 

 

ტრამპი: მე ავაშენებ დიდ კედელს - და ვერავინ ვერ აშენებს კედლებს ჩემზე უკეთესად, მერწმუნეთ - და მე ავაშენებ მათ ძალზე ძვირადღირებულად. მე ავაშენებ, დიდ, დიდ კედელს ჩვენს სამხრეთ საზღვართან და ამის საფასურს მექსიკას გადავახდევინებ. ჩაინიშნეთ ჩემი სიტყვები. (ივნისი, 2015)

 

 

ლე პენი: იმისდა მიუხედავად, თუ რას იტყვის ევროკავშირი, არსებითია, რომ საფრანგეთმა უკან დაიბრუნოს მისი ეროვნული საზღვრების კონტროლი ერთხელ და სამუდამოდ. საზღვრების გარეშე, არც თავდაცვა და არც უსაფრთხოება არის შესაძლებელი. (ნოემბერი, 2015)

 

 

ქრისტიანობა

 


ტრამპი: მე ვიქნები ქრისტიანების უდიდესი წარმომადგენელი, რაც კი მათ დიდი ხნის განმავლობაში ჰყოლიათ. (ივნისი, 2015)

 

 

ლე პენი: თავისუფლება, თანასწორუფლებიანობა, ძმობა ქრისტიანული ღირებულებებია! საფრანგეთი შეიძლება იყოს სეკულარული, რადგან ის დასაბამიდანვე ქრისტიანული იყო. (აპრილი, 2012)

 

 

ვლადიმერ პუტინი

 

 

ტრამპი: მე ვფიქრობ, რომ მასთან ურთიერთობა ძალიან კარგად გამომივა. და არ ვფიქრობ, რომ თქვენ გექნებათ იმის მსგავსი პრობლემები, რაც ახლა გაქვთ. (ოქტომბერი, 2015)

 

 

ლე პენი: მე ვეთაყვანები მის ცივ გონებას, რადგანაც ახლა მის წინააღმდეგ ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატების ბრძანებით, რომელიც მის ეროვნულ ინტერესებს იცავს, ცივ ომს აწარმოებს. მე ვეთაყვანები იმას, რომ მან მოახერხა აღედგინა სიამაყე დიდი ერისათვის, რომელიც დამცირებული და დევნილი იყო 70 წლის განმავლობაში.

 


კლიმატის ცვლილება

 


ტრამპი: ობამა ფიქრობს, რომ ეს ნომერ პირველი პრობლემაა დღეს მსოფლიოში. მე კი მიმაჩნია, რომ მას პრობლემების ნუსხაში ძალიან დაბალი ადგილი უკავია. ამგვარად, მე არ მჯერა ამის და არც მომავალში მექნება რაიმე სხვაგვარი რწმენა მანამ, სანამ ვინმე არ დამიმტკიცებს რაიმეს - მე მჯერა რომ ამინდი არსებობს. მე მჯერა, რომ ცვლილებები არის, და მე მჯერა რომ ტემპერატურა ხან მაღლა ადის, ხან დაბლა და ხან ისევ მაღლა. (სექტემბერი, 2015)

 

 

ლე პენი: მე არ ვარ დარწმუნებული, რომ პრობლემა სათავეს ადამიანთა აქტივობებიდან იღებდეს.

 


პატრიოტიზმი

 

 

ტრამპი: სამწუხაროდ, ამერიკული ოცნება მკვდარია. მაგრამ თუ მე არჩეული ვიქნები პრეზიდენტად, ამ იდეას უკან დავაბრუნებ უფრო დიდ, უფრო უკეთეს, უფრო ძლიერ განზომილებაში, ვიდრე ის ოდესმე არსებულა და ჩვენ ისევ გავხდით ამერიკას დიდებულს. (ივნისი, 2015)

 

 

ლე პენი: ერთ რამეს ვიტყვი: ამერიკაში ხალხი ძალიან პატრიოტულია. მათი პატრიოტიზმი ნათელია. საფრანგეთში, ბევრი წლის განმავლობაში, შენ უნდა გებრძოლა რომ ყოფილიყავი პატრიოტული. ადამიანები ხელს გვკრავენ ჩვენივე ქვეყნის სიყვარულისთვის. (აპრილი, 2015)

 

 

გლობალიზაცია

 


ტრამპი: მე თავისუფლად მოვაჭრე ვარ. მაგრამ თავისუფალ ვაჭრობაში პრობლემაა ისაა, რომ გესაჭიროება ნიჭიერი ხალხი, ვინც ურთიერთობა უნდა იქონიოს შენთან... თავისუფალი ვაჭრობა შესაძლოა რომ იყოს ჩინებული, როცა შენ გყავს გონებაგახსნილი ხალხი, მაგრამ ჩვენ გვყავს ხალხი, რომელიც სულელია. ჩვენ გვყავს, ხალხი, რომელიც არაა გონიერი. და ჩვენ გვყავს ხალხი, რომელიც სპეციალური ინტერსებით არის კონტროლირებული. და ეს არ იმუშავებს. (ივნისი, 2015)

 

 

ლე პენი: ნომერ პირველი საფრთხე ორი მიმართულებისაგან შედგება: პირველი, ისლამური ფუნდამენტალიზმი, რომელიც 21-საუკენეში ტოტალიტარიზმის მსგავსი რამაა. და მეორე არის გლობალიზაცია, რომელიც სხვა სახის ტოტალიტარიზმია, იდეოლოგია თავისუფალი ბიზნესისა, საზღვრების გარეშე. (აპრილი, 2015)

 


ისლამური სახელმწიფო

 


ტრამპი: არავინ არ იქნება იმაზე უფრო მძლავრი ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში, ვიდრე დონალდ ტრამპი. არავინ. მე ვიპოვი ჩვენს სამხედრო ძალებში - მე ვიპოვი გენერალ პატონს, ან მე ვიპოვი გენერალ მაკარტურს. მე ვიპოვი შესაფერის კადრს. მე ვიპოვი კაცს, რომელიც სამხედრო ძალებს აამუშავებს და აამუშავებს მას ჭეშმარიტად. ვერავინ, ვერავინ გარშემო ვერ შეძლებს რომ ხელი გვკრას. (ივნისი, 2015)

 


ლე პენი: დღეს სირიას ბაშარ ალ-ასადი ხელმძღვანელობს, ის ხელმძღვანელობს შეიარაღებულ ძალებს. არ არსებობს სხვა გზა ისლამური სახელმწიფოს ამოსაძირკვად, იმ გზის გარდა, რომ შეუერთდე ფართო კოალიციას, რომელშიც ბაშარ ალ-ასადიც იქნება წარმოდგენილი... მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ამას 3 წლის წინათ გავაკეთებდი. (ოქტომბერი, 2015)

 


ჩინეთი

 


ტრამპი: ვინ ნახა ბოლო დროს, რომ ვინმე ჩვენ გვამარცხებდა, მოდი ვთქვათ, ჩინეთი სავაჭრო გარიგებებში? ისინი გვკლავენ ჩვენ. მე ყოველთვის ვამარცხებ ჩინეთს, ყოველთვის. (ივნისი, 2015)

 


ლე პენი: ყველა დიდი ფრანგული ჯგუფი ირჩევს ჩინეთს, სადაც ისინი იწყებენ თავიანთი პროდუქციის დიდი ნაწილის წარმოებას. ფრანგული პროდუქციის ჩინეთზე ფოკუსირებამ ბოლო ათწლეულებში ერთ-ერთი დიდი, უცილობელი დოგმის დამკვიდრებას შეუწყო ხელი. მზე საფრანგეთში ჩადის და ჩინეთში აღმობრწყინდება. (აგვისტო, 2015)

 

 

ერაყი

 


ტრამპი: ხალხს თავებს აჭრიან, მათ ახრჩობენ. ახლა ისინი გაცილებით უარესად არიან, ვიდრე ოდესმე ყოფილან, სადამ ჰუსეინის თუ კადაფის მმართველობის დროს. (ოქტომბერი, 2015)

 

 

ლე პენი: სადამ ჰუსეინის დამხობამ ქაოსისკენ წაიყვანა ერაყი, რომელიც ჯიჰადიზმის სამშობლოდ იქცა.

 


სამუშაო ადგილები

 

 

ტრამპი: მე ვიქნები სამუშაო ადგილების ყველაზე დიდი შემქმნელი მათ შორის, ვინც კი ოდესმე ღმერთს შეუქმნია. მე გეუბნებით ამას თქვენ. მე უკან დავაბრუნებ სამუშაო ადგილებს ჩინეთიდან, მექსიკიდან, იაპონიიდან, ბევრი სხვა ადგილებიდან. მე დავაბრუნებ ჩვენს სამუშაო ადგილებს და დავაბრუნებ ჩვენს ფულს უკან, ამერიკაში. (ივნისი, 2015)

 

 

ლე პენი: მხოლოდ ნაციონალური ფრონტი გეგმავს უკან დაუბრუნოს საფრანგეთს ის არსებითი იარაღები [ისეთი, როგორიცაა მისი ეროვნული ბიუჯეტის და საზღვრების კონტროლი] რათა დაეხმაროს მას გლობალიზებულ მსოფლიოში საბრძოლველად და მიაღწიოს ინოვაციასა და ხელახალ ინდუსტრიალიზაციას.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი