ღარიბაშვილმა სენატის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან ე.წ ბორდერიზაციის პროცესის განახლებაზე ისაუბრა
24-02-2014, 21:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სენატის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, სენატორ კარლ ლევინთან შეხვედრაზე საოკუპაციო ხაზზე ე.წ ბორდერიზაციის პროცესის განახლებაზე ისაუბრა.

 


შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო საქართველოს ევროკაშირთან ურთიერთობა და ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის საკითხი.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო აფასებს აშშ-ის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის ამაღლებისკენ.

 


შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო აშშ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს და სტრატეგიული პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივებს.

 

 

სენატორმა ლევინმა საქართველოს ნატოს 2014 წლის სამიტზე მხარდაჭერა აღუთვა და აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალშიც ექნება ამერიკელი სენატორების მხარდაჭერა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციიის, ასევე ტერიტორიული მთლიანობის მიმართლებით.

 


სენატორ როი ბლანტთან შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი,საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე, მთავრობის კანცელარიის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის მრჩეველი დავით მაღრაძე და მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე დაესწრნენ.

 

 

                                                         

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი