ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია ,,ჯეოსთილის“ თავმჯდომარეს და აზიის პალატების კონფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა
12-12-2015, 05:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია ,,ჯეოსთილის“ თავმჯდომარეს ჰარდიფ სინგჰს და აზიის პალატების კონფედერაციის პრეზიდენტს ჯემალ ინაიშვილს შეხვდა.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე ისაუბრეს. კომპანია ,,ჯეოსთილი“, ინდუსტრიულ სფეროში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს. კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, სამომავლოდ დაგეგმილია საქართველოში სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების განხორციელება- ისეთ სფეროებში როგორიცაა, ჰიდრო ენერგეტიკა და ფერო შენადნობთა წარმოება. დაგეგმილია საერთაშორისო ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობაც.

 

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობის უმთავრესი ამოცანაა ინვესტორთათვის ხელსაყრელი და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა.

 

 

შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ მომავალი წლის დასაწყისში საქართველოს აზიიდან ინვესტორთა ჯგუფი ეწვევა.

 

 

,,ჯეოსთილი“ ქართული ინდუსტრიის სფეროში ერთ-ერთი უდიდესი პირდაპირი ინვესტიციის შედეგად შექმნილი კომპანიაა, რომელიც უმსხვილესი ინდური კომპანია JSW-ის ერთობლივ საწარმოს წარმოადგენს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი