„მემარცხენე ალიანსის“ ლიდერებმა „ევროკომისიის წარმომადგენლობას საქართველოში“ მიმართვა გადასცეს
12-12-2015, 05:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დღეს „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერებმა „ევროკომისიის წარმომადგენლობას საქართველოში“ ვიზალიბერალიზაციის თაობაზე მიმართვა გადასცეს. ისინი იმედოვნებენ, რომ ევროკომისია ვიზალიბერიზაციის მინიჭებასთან დაკავშირებით, საქართველოსთვის სამართლიან და ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

 

 

„საქართველო ვიზალიბერალიზაციის მინიჭების მოლოდინშია. ქვეყანაში გატარებულ რეფორმებთან დაკავშირებით, ევროკომისიის დასკვნა ცნობილი 15 დეკემბერს გახდება. საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე დიალოგი 2012 წლის 4 ივნისს დაიწყო. 2013 წლის 25 თებერვალს საქართველოს ხელისუფლებას სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადაეცა და ქვეყანამ ყველა მოცემული საშინაო დავალება წარმატებით შეასრულა. კერძოდ, დოკუმენტების უსაფრთხოება (ბიომეტრული პასპორტების ჩათვლით), საზღვრის ინტეგრირებული მართვა, მიგრაციის მართვა და თავშესაფრის პოლიტიკა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, საგარეო ურთიერთობები და ადამიანის ძირითადი უფლებები.

 

 

საქართველოს მისწრაფება გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი მსოფლიოს ცივილიზებული სამყაროს წარმატებად მიგვაჩნია. ამ რთულ გზაზე, დამატებით გვინდა ხაზი გავუსვათ ევროკომისიის დადებითად მიღებული დასკვნის მნიშვნელობას, ვინაიდან ევროპარლამენტის და ევროპის საბჭოს გადაწყვეტილება ევროკომისიის დასკვნაზეა დამოკიდებული.

 


ვიმედოვნებთ, ევროკომისიაში მივლინებული საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები ვიზალიბერიზაციის მინიჭებასთან დაკავშირებით, ჩვენი ქვეყნებისთვის შესაფერის სამართლიან და ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებთ“ – ნათქვამია „მემარცხენე ალიანსის“ მიმართვაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი