გიორგი მარგველაშვილი რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდა - შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ჭრილში აქტუალური საკითხები განიხილეს
12-12-2015, 07:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, თურქეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა შეხვედრისას ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ჭრილში აქტუალური საკითხები განიხილეს. კერძოდ, თემები, რომელიც უკავშირდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის დაჩქარებას, აღმოსავლეთ - დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნის გამტარიანობის ზრდას და ასევე, კასპიის ენერგორესურსების ტრანსპორტირების ახალ შესაძლებლობებს.

 


"საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთის პრეზიდენტს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო გაფართოვდეს თანამშრომლობა, თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთსა და ევროკავშირს შორის.

 


მხარეებმა ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
თურქეთმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და დაგმო რუსეთის ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმება ცხინვალისა და აფხაზეთის რეჟიმებთან.

 


საქართველომ კიდევ ერთხელ მიიღო მხარდაჭერა, რომ თურქეთი, როგორც საქართველოს პარტნიორი და ნატო-ს წევრი, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი იქნება", - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

 


დღესვე დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან - ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან აშრაფ ღანისთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის მოადგილე ლი იუანჩაოსთან და ირანის პირველ ვიცე-პრეზიდენტ ეშაკ ჯაჰანგირთან.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი