გიორგი მარგველაშვილი ირანის პირველ ვიცე-პრეზიდენტს ეშაქ ჯაჰანგირს შეხვდა
12-12-2015, 10:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ირანის პირველ ვიცე-პრეზიდენტს ეშაქ ჯაჰანგირს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილი ირანის პირველ ვიცე-პრეზიდენტს ეშაქ ჯაჰანგირს თურქმენეთში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

 


როგორც საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას განაცხადა, საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ირანთან კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარების საკითხს და ორ ქვეყანას შორის თანამედროვე, მჭიდრო და ურთიერთსასარგებლო სახელმწიფოთაშორისი კავშირების გაღრმავებას.

 


"დღეს ჩვენ საინტერესო და ამავდროულად მეტად ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ გარემოში გვიწევს მოქმედება. ტერორიზმი და მათ შორის განსაკუთრებით ISIS მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის უდიდესი გამოწვევაა. ჩვენი მიზანია, ვეძებოთ გზები და განვამტკიცოთ პარტნიორობები, რომელიც ჩვენი ხალხის უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 


"როგორც შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ირანი რეგიონში მნიშვნელოვანი ქვეყანაა და სანქციების გაუქმების პირობებში საინტერესოა ირანთან ურთიერთობების გააქტიურება და ახალი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობების განხილვა.

 


საქართველოს პრეზიდენტმა ირანულ მხარესთან საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და არაღიარების პოლიტიკის აუცილებლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 


"სამწუხაროდ, მოსკოვი საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციულ პოლიტიკას კვლავ განაგრძობს. საქართველო მწუხარებას გამოთქვამს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების თაობაზე. ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, აუცილებელია მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების შექმნა", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი