სპეცსამსახურები საყდრისის აფეთქებაზე ნებართვის მისაღებად გურამ ოდიშარიას მიმართ ზეწოლას ახორციელებდნენ?!
12-12-2015, 13:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრის, ნინო ბურჭულაძის, მტკიცებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილ მინისტრსა და კომიტეტის ორ წევრს შორის შეხვედრა შედგა, სადაც გურამ ოდიშარიამ მათ მისი მისამართით სპეცსამსახურების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შესახებ მოუყვა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

 

 

საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრის, ნინო ბურჭულაძის, მტკიცებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილ მინისტრსა და კომიტეტის ორ წევრს შორის შეხვედრა შედგა, სადაც გურამ ოდიშარიამ მათ მისი მისამართით განხორციელებული ზეწოლის შესახებ მოუყვა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

 


ტელეკომპანიასთან ინტერვიუში ბურჭულაძე ამბობს, რომ 2-საათიანი საუბრის დროს ოდიშარიამ იმ კონკრეტული მაღალჩინოსნების გვარებიც დაასახელა, რომლებიც საყდრისის აღების დოკუმენტზე მისგან ხელმოწერას მოითხოვდნენ.

 


კომიტეტის წევრების თქმით, გურამ ოდიშარიამ მათთან განაცხადა, რომ სწორედ საყდრისის საკითხს უკავშირდება მის მიერ პოსტის დატოვებაც. ტელეკომპანიის ცნობით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ე.წ. "ოდეერის" ფუნქციას ოდიშარიას მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი ასრულებდა. 

 

 

საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრები აცხადებენ, რომ გურამ ოდიშარიასთან საუბრის აუდიოჩანაწერი და ფეისბუქ-მიმოწერა არსებობს, რომელიც მათი შეხვედრის დეტალებს ადასტურებს. თუმცა, მასალების გასაჯაროვებაზე მათ დღეს უარი თქვეს.

 


საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრი, ირაკლი მამალაძე, ამბობს, რომ მასალებს, მიმართვის შემთხვევაში, საგამოძიებო უწყებას გადასცემს.

 

 

კულტურის ყოფილმა მინისტრმა "კურიერთან" სატელევიზიო ინტერვიუზე უარი თქვა. სატელეფონო საუბარში კი განაცხადა, რომ საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრებს მართლაც შეხვდა. თუმცა, ოდიშარიამ მასზე ზეწოლის შესახებ ინფორმაცია უარყო.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი