ორკვირიანი ინტენსიური მლაპარაკებების შედეგად, COP21 კლიმატის ცვლილების სამიტმა პარიზში შეთანხმებას მიაღწია იმის თაობაზე, რომ შეეცდებიან შეზღუდონ გლობალური ტემპერატურის ზრდა სულ მცირე 2C -ით.
ხელშეკრულება პირველია დღემდე მიღებულ გადაწყვეტილებებს შორის, რომელიც ყველა ქვეყანას კარბონ-ემისიის შემცირების ვალდებულებას უჩენს, თუმცა ის ნაწილობრივაა სავალდებულო და ნაწილობრივ კეთილი ნების გამოხატულებას გულისხმობს. შეთანხმებას მხარი ჩინეთმა და ინდოეთმაც დაუჭირა.
გაეროს კლიმატის ცვლილებების კონფერენციის მხარეთა პრეზიდენტმა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორენ ფაბიუსმა განაცხადა: "მე ახალა ვპატიჟებ კლიმატის ცვლილებების კონფერენციის მხარეებს დოკუმენტის მისაღებად, რომელშიც ხაზგასმულია, რომ ეს არის დოკუმენტი სახელწოდებით, პარიზის შეთანხმება. ვიყურები რა გარშემო დარბაზში, ვხედავ, რომ რეაქცია პოზიტიურია და ვერ ვხედავ წინააღმდეგობას. პარიზის შეთანხმება მიღებულია."
დელეგატები გადაწყვეტილების გამოცხადებას ფეხზე ადგომით, ტაშითა და ხანგრძლივი ოვაციებით შეხვდნენ.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა შეთანხმებას "ამბიციური" და "ისტორიული" უწოდა, მაგრამ ასევე თქვა, რომ ამით თვითკმაყოფილებას არ უნდა მიეცენ.
"ერთად, ჩვენ ვაჩვენეთ თუ რა არის შესაძლებელი, როცა მსოფლიო ერთ მუშტად იკვრება," თქვა მან და აგრეთვე აღიარა, რომ მიღწეული შეთანხმება "იდეალური" არ იყო, მაგრამ ის "საუკეთესო შანსია, გადავარჩინოთ ის ერთადერთი პლანეტა, რომელიც ჩვენ გვაქვს".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.