გიორგი მარგველაშვილმა და ავღანეთის პრეზიდენტმა პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილეს
13-12-2015, 00:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქმენეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს მოჰამედ აშრაფ ღანის შეხვდა.

  

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილეს. საუბარი სატრანსპორტო თანამშრომლობის თვალსაზრისით Lapis Lazuli-ის პროექტს შეეხო, რომელიც ავღანური მხარის ინიციატივით, ავღანეთიდან დასავლეთში სატრანსპორტო, სატრანზიტო და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

 

 

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმისა და ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას ავღანეთში, რომელსაც უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან.

 


"უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ მიმართული ასეთი სასტიკი და არაადამიანური ქმედებები წარმოადგენს ძალიან მძიმე ხასიათის დანაშაულს, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ მკაცრად უნდა დაგმოს ", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

 

გიორგი მარგველაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციის მცდელობაზე, რომელსაც აღნიშნულ ეტაპზე, სამწუხაროდ, შედეგი არ მოჰყოლია და რუსეთთან პოლიტიკური საკითხების მოგვარებაზე გავლენა არ მოუხდენია.
"საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობამ განაგრძოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა", - განაცხადა საქართველოს პირველმა პირმა.

 

 

მოჰამედ აშრაფ ღანიმ გიორგი მარგველაშვილს მადლობა გადაუხადა ავღანეთში NATO-ს "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" საქართველოს მონაწილეობისათვის. თავის მხრივ, საქართველომ ავღანეთს სახელმწიფო სტრუქტურებში განხორციელებული წარმატებული რეფორმების თვალსაზრისით დახმარება აღუთქვა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი